"ჯენოამ" ალესანდრო გამბერინი დაიმატა

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომდევნო სეზონიდან ალესანდრო გამბერინი "ჯენოას" ღირსებას დაიცავს.

31 წლის ცენტრალური მცველი გასულ სეზონში "ნაპოლიში" ასპარეზობდა, 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. იქამდე, მთელი შვიდი წელი "ფიორენტინას" ღირსებას იცავდა და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელიც გახლდათ.

ალესანდრომ "სკუადრა აძურაშიც" მოასწრო ასპარეზობა - მის ანგარიშზე რვა სანაკრებო პაექრობაა. მართალია, გამბერინი "ნაპოლიში" სათამაშო დროის დეფიციტს არ განიცდიდა, მაგრამ ეს უფრო პაოლო კანავაროს ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით გახლდათ განპირობებული - რადგან კაპიტანი მწყობრშია და ნეაპოლელებს რაულ ალბიოლიც დაემატათ, ალესანდროს
ადგილი გუნდში, უბრალოდ, აღარ დარჩა.

თავად ფვეხბურთელმა ტრანსფერთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა:

"არ დავმალავ, რომ "ნაპოლიში" დარჩენა მინდოდა, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ჩემს სურვილებზე არაა დამოკიდებული.

"ჯენოა" ამბიციური გუნდია, რომლის შეთავაზებასაც უყოყმანოდ დავთანხმდი. ვეცდები, ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრო ადგილი და გულშემატკივრებს მალე შევაყვარო თავი.

ვფიქრობ, "ჯენოას" შესწევს ძალა, რომ ევროტურნირზე მოსახვედრად იბრძოლოს".

ნეაპოლელებს გამბერინის გაყიდვა სურდათ, მაგრამ მსურველი რომ არ გამოჩნდა, "ჯენოაში" იჯარით გაუშვეს - გენუელებს ფეხბურთელის გამოსყიდვა 4 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

ვთქვათ ისიც, რომ ახალ გუნდში გამბერინი 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული