მოხდა ის, რაც ბევრჯერ გვინახავს - სკუდეტოზე დაგეშილმა "იუვემ" მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა, ხოლო "მილანმა" არადამაჯერებლად დაიწყო პირველობა.
მილანი ჩვეულ სტიქიაში
კარლო ანჩელოტი მთელი რვა წელი წვრთნიდა "მილანს" და ამ პერიოდში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, თუმცა სკუდეტოს მხოლოდ ერთხელ დაეუფლა და ეს "მილანისთვის" ჩვეული ამბავია.
ლომბარდიული გრანდი, ტრადიციულად, არასტაბილურია და ხშირად სწორედ სერია A-ში ახლად აღზევებულებთან უყვარს ქულების დაკარგვა. ვერონაში გადაჭედილ სტადიონზე ადგილობრივმა გუნდმა აჯობა
თუ ბურთის ფლობის პროცენტულ მაჩვენებელს არ ჩავთვლით, მილანელებმა ვერც ერთ კომპონენტში ვერ დაჯაბნეს ვერონელები და დამსახურებული მარცხი იგემეს. არადა, თამაში სტუმართათვის შესანიშნავად დაიწყო, რადგან ჯერ კიდევ მე-14 წუთზე მარიო ბალოტელიმ ანდრეა პოლის შესანიშნავი პასი მისცა, ეს უკანასკნელი კიპერთან პირისპირ დარჩა და გახსნა კიდეც ანგარიში.
ყველაფერი ლოგიკურად მიდიოდა და თითქოს მილანელებს არ უნდა გასჭირვებოდათ სასურველი შედეგის მიღწევა, მაგრამ ლუკა ტონიმ ყველაფერი თავდაყირა დააყენა - თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა მეტოქეს და ვერონელი ტიფოზები აღტაცებაში მოიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ტონიმ ორივე გოლი თავური დარტყმით გაიტანა და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერვე უნაკლოდ გაისარჯა, მცველთა პოზიციურ შეცდომებზე აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება.
იხილეთ ვიდეო
მოკლედ, მასიმილიანო ალეგრის არც ტაქტიკამ გაამართლა და არც შემადგენლობამ - ვერონელები უფრო მოტივირებულნი ჩანდნენ და იძალეს კიდეც.
მასიმილიანო ალეგრი ("მილანის" მთავარი მწვრთნელი):
"სასტარტო შეხვედრაში მარცხი მეტად უსიამოვნოა, მაგრამ დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ და ამიტომ წინ უნდა გავიხედოთ. ბევრი შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ კიდეც, თუმცა შეგირდთა გაკრიტიკებას ნამდვილად არ ვაპირებ.
სეზონი ახალი დაწყებულია, მოთამაშეები ოპტიმალური ფორმისგან შორს არიან და ეს ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ.
არ დაგვავიწყდეს, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგაზე მოგვიხდა ურთულესი მატჩის ჩატარება. ვპირდები გულშემატკივრებს, რომ "როსონერი" გაცილებით უკეთ ათამაშდება".
ლუკა ტონი (ვერონა):
"ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი და ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ჩავიფიქრე. ბევრმა ჩამომწერა და უდიდესი სურვილი მაქვს, რომ ისინი საპირისპიროში დავარწმუნო.
ჩემი მიზანი ბომბარდირობისთვის ბრძოლაა და მჯერა, რომ საუკეთესოთა შორის ვიქნები. თუმცა უმთავრესი "ვერონას" წარმატებაა და ბედნიერი ვარ, რომ პირველივე შეხვედრაში სამი ქულა ავიღეთ.
შემდეგ ტურში "რომას" ვსტუმრობთ, იქაც აუტსაიდერად ვითვლებით, მაგრამ ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ ფავორიტთა ძლევა შეგვიძლია".
ტევესის სუპერდებიუტი
დებიუტიც ასეთი უნდა - კარლოს ტევესმა პირველი შეხვედრა გამართა სერია A-ში და "იუვენტუსის" გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. არგენტინელი იმ ერთადერთი გოლის ავტორია, რომელმაც ტურინულ გრანდს პირველი სამი ქულა მოუტანა.
58-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ტურინელებმა ეფექტური კომბინაცია გაითამაშეს და ლოგიკურად დაასრულეს - საგოლე პასი პოლ პოგბამ მიითვალა აქტივში, ბურთი კი ბადეში კარლოს ტევესმა გაახვია.
ნამატჩევს არგენტინელი ემოციებს ვერ მალავდა და ყველას ემადლიერებოდა, ვინც მის ამ წარმატებას მცირედით მაინც შეუწყო ხელი. მთლიანობაში კარლოსი მეტად მოტივირებული ჩანდა და ბევრის ვერსიით, საუკეთესოც კი გახლდათ მოედანზე.
ვთქვათ ისიც, რომ ანტონიო კონტემ ტრადიციული 3-5-2 სქემა აირჩია და ტევესს შეტევაში მირკო ვუჩინიჩი შეუწყვილა. ტურინელებმა დაჩაგრეს მეტოქე და უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც თავისუფლად შეეძლოთ.
იხილეთ ვიდეო
სტუმრებმა არაერთი რეალური მომენტი გაატანეს ქარს და შესაძლოა, ეს ანტონიო კონტეს გუნდის ერთადერთი გამოკვეთილი მინუსი გახლდათ გენუურ პაექრობაში.
"იუვემ" მძლავრი შთაბეჭდილება დატოვა და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ სკუდეტოს მოპოვების უპირველესი პრეტენდენტია.
ანტონიო კონტე ("იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი):
"ძალიან დაძაბული თამაში იყო, რომელშიც უფრო ძლიერს გაუმართლა. კმაყოფილი ვარ შეგირდების გარჯით, რადგან დავალებები პირნათლად შეასრულეს. კარლოს ტევესი ცალკე აღნიშვნის ღირსია, რადგან მთელი მატჩის განმავლობაში, პრაქტიკულად, არ გაჩერებულა.
ის პროგრესირებს როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი დავიმატეთ.
პოლ პოგბა? - ტევესის არ იყოს, პროგრესი ამ შემთხვევაშიც სახეზეა. წავიკითხე პოლის ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ მსოფლიოში საუკეთესო უნდა გახდეს. პირადად მე მომწონს ასეთი ამბიცია, რადგან ეს მხოლოდ დაეხმარება წარმატებაში. მით უმეტეს, მართლა მგონია, რომ მას შეუძლია, იყოს საუკეთესო".
იტალია. სერია A. I ტური
26 აგვისტო
ფიორენტინა-კატანია 22.45
ვერონა-მილანი 2:1
გოლები: 0:1 პოლი (14), 1:1 ტონი (30), 2:1 ტონი (53).
ვერონა (4-3-3): რაფაელი - რომულო, მორასი, მაიეტა, ალბერტაცი - ჟორჟინიო, დონატი (78. ალფრედსონი), კაჩატორე - იანკოვიჩი, მარტინიო (78. გომესი), ტონი (85. კაჩა)
მილანი (4-3-3): აბიატი - აბატე, მექსე, საპატა, კონსტანტი (77. რობინიო) - ნოჩერინო, პოლი, მონტოლივო - ნიანგი (77. ემანუელსონი), ელ შაარავი (64. პეტანია), ბალოტელი
გაფრთხილება: ხორკერა, იანკოვიჩი - საპატა, მონტოლივო, ბალოტელი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 10-12(8-5); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 39 000
სამპდორია-იუვენტუსი 0:1
გოლი: 0:1 ტევესი (58).
სამპდორია (3-5-2): და კოსტა - გასტალდელო (78. მუსტაფი), პალომბო, კოსტა - დე სილვესტრი, ერამო (72. სორიანო), კრსტიჩიჩი, ობიანგი, ბერარდი (78. კასტელინი) - ედერი, გაბიადინი
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, პოგბა, ასამოა - ვუჩინიჩი (89. ჯოვინკო), ტევესი (90. ლორენტე)
გაფრთხილება: გასტალდელო, ერამო - ლიხტშტაინერი, ვიდალი, ვუჩინიჩი
გაძევება: კასტელინი (90. სამპდორია)
კუთხური: 4-10; ჯარიმა: 20-21; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 2-9(1-4); ბურთის ფლობა: 32%-68%.
მაყურებელი: 30 000
ინტერი-ჯენოა 2:0
გოლები: 1:0 ნაგატომო (75), 2:0 პალასიო (90).
ინტერი (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - კამპანიარო, რანოკია, ჟუან ჟესუსი - ნაგატომო, ჯონათანი, კამბიასო (72. კოვაჩიჩი), კუზმანოვიჩი, გუარინი - ალვარესი (85. ტაიდერი) - პალასიო
ჯენოა (4-3-2-1): პერინი - ვირსალკო, ანტონელი, ლოდი, პორტანოვა - მანფრედინი, კუჩკა, კოფიე (89. სტურარო) - ბერტოლაჩი (72. კონატე), სანტანა (85. ფლორო ფლორესი) - ჯილარდინო
გაფრთხილება: ჯონათანი, გუარინი - პერინი, მანფრედინი, ჯილარდინო.
კუთხური: 12-2; ჯარიმა: 9-15; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 13-3(3-0); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 50 000
იხილეთ ვიდეო
კალიარი-ატალანტა 2:1
გოლები: 0:1 სტენდარდო (27), 1:1 ნაინგოლანი (28), 2:1 კაბრერა (63).
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - დესენა, როსეტინი, არიაუდო, მურუ - ეკდალი (76. ერიკსონი), კონტი, კაბრერა - ნაინგოლანი - პინილია (88. ნენე), საუ (71. იბარბო)
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - რაიმონდი, იეპესი, სტენდარდო, დელ გროსო (82. ნიცა) - ჩიგარინი, კარმონა, კონე (68. დე ლუკა) - ბონავენტურა (61. მორალესი), ლივაია, დენისი
გაფრთხილება: კონტი, კაბრერა - დელ გროსო, სტენდარდო, იეპესი, ბონავენტურა.
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 15-9(7-2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 10 000
ლაციო-უდინეზე 2:1
გოლები: 1:0 ერნანესი (13), 2:0 კანდრევა (16-პენ.), 2:1 მურიელი (60).
ლაციო (4-1-4-1): მარკეტი - კავანდა, ცანა (90. დიასი), ნოვარეტი, რადუ - ბილია - კანდრევა, გონსალესი (76. ონაზი), ლულიჩი, ერნანესი - კლოზე (83. ფლოკარი)
უდინეზე (3-4-2-1): კელავა - ბასტა, დანილო, დომიცი - პასკუალი, პინცი (69. ზელინსკი), ნალდო, ბადუ - პერეირა (59. ლაძარი), მაიკოსუელი - დი ნატალე (90. მურიელი)
გაფრთხილება: კავანდა, ბილია, ნოვარეტი, ერნანესი - კელავა, დომიცი, ნალდო.
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 13-6(6-3); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 45 000
ლივორნო-რომა 0:2
გოლები: 0:1 დე როსი (65), 0:2 ფლორენცი (67).
ლივორნო (3-5-2): ბარდი - სკატარელა, ჯემიტი (33. მბაიე), ვალენტინი - ემერსონი, ჩეკერინი, ლუჩი, დანკანი (82. პიჩინი), პაულინიო - ბელინგერი (59. დიონისი), გრეკო
რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი, ბენეტია, კასტანი, ბალცარეტი - დე როსი, ბრედლი, პიანიჩი (83. ტადეი) - ფლორენცი (72. მარკინიო), ტოტი, ბორიელო (60. ჟერვინიო)
გაფრთხილება: სკატარელა - ბენეტია, კასტანი.
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 6-13(3-6); ბურთის ფლობა: 31%-69%.
მაყურებელი: 20 000
პარმა-კიევო 0:0
პარმა (3-5-2): მირანტე - კასანი, ლუკარელი, გობი - ბიაბიანი, პაროლო, მარკიონი, ფელიპე, ვალდესი (69. მუნარი) - კასანო (82. სანსონე), ამაური
კიევო (4-4-2): პუჯონი - სარდო (87. ფრეი), დრამე, ცეზარი, პაპი - რადოვანოვიჩი, ჰეტემაი, სესტუ (79. კლეიტონი), რიგონი - თერეუ, პალოსკი (82. პელისიერი)
გაფრთხილება: კასანი, მარკიონი - სარდო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი.
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 11-10(4-4); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 17 000
ნაპოლი-ბოლონია 3:0
გოლები: 1:0 კალეხონი (32), 2:0 ჰამშიკი (47), 3:0 ჰამშიკი (63).
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მაჯო, ბრიტოსი, ალბიოლი, ცუნიგა - ბერამი, ინლერი - კალეხონი, ჰამშიკი (72. მერტენსი), პანდევი (67. ინსინიე) - იგუაინი (84. რადოშევიჩი)
ბოლონია (4-2-3-1): კურჩი - გარიჩი, ანტონსონი, ნატალი, კრესპო (72. ჩეხი) - კრჰინი (79. პერესი), დელა როკა - მოსკარდელი (90. ხრისტოდოლოპულოსი), დიამანტი, კონე - ბიანკი
გაფრთხილება: მაჯო - გარიჩი, კონე, კრჰინი.
კუთხური: 0-5; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 14-4(6-2); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 45 000
იხილეთ ვიდეო
ტორინო-სასუოლო 2:0
გოლები: 1:0 ბრიგი (40), 2:0 ჩერჩი (63).
ტორინო (3-5-2): პადელი - დამბროზიო, დარმიანი, მორეტი - როდრიგესი, გლიკი, ფამერუდი (70. ელ ქადური), ბრიგი (90. ბაშა), ვივესი - ჩერჩი (83. მეჯორინი), იმობილე
სასუოლო (4-3-3): როზატი - გაცოლა, ციგლერი, მანანელი (79. ლარბი), როსინი - ტერანოვა, კურტიჩი, მისიროლი - ძაძა, მაზუჩი (65. ალექსი), ფარიასი (71. პავოლეტი)
გაფრთხილება: გლიკი, ფამერუდი, იმობილე - გაცოლა, ფარიასი.
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 11-9(5-4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 18 000
მომდევნო ტური
31 აგვისტო:
კიევო-ნაპოლი, იუვენტუსი-ლაციო;
1 სექტემბერი:
რომა-ვერონა, ატალანტა-ტორინო, ბოლონია-სამპდორია, კატანია-ინტერი, ჯენოა-ფიორენტინა, მილანი-კალიარი, სასუოლო-ლივორნო, უდინეზე-პარმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"