რაფაელ ბენიტესი: საბოლოო ჯამში "კიევოსთან" მატჩით კმაყოფილი ვარ [VIDEO]

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა "კიევოსთან" (4:2) იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ჰამშიკი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის. საჭირო დროს ის ყოველთვის საჭირო ადგილასაა, თუმცა იგუაინიც კარგად მოქმედებდა, როცა მას სივრცეს უთავისუფლებდა.

ჰგავს თუ არა ჰამშიკი ჯერარდს? ისინი სხვადასხვანაირი ფეხბურთელები არიან, ჰამშიკს ის ძალა არ აქვს,რაც ჯერარდს გააჩნია, მაგრამ ჰამშიკი ტაკტიკურად უფრო განათლებულია.

"კიევოსთან" შეხვედრაში ბევრი პოზიტიური მომენი იყო. ძალიან კარგად დავიწყეთ, განსაკუთრებით პირველ 30 წუთში. ორჯერ გავიტანეთ და ორჯერვე გავუშვით, თუმცა მალევე შევძელით თამაშში დაბრუნება.

შეცდომების გარეშე
ვერ გამოვიდა, მაგრამ საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ",
- თქვა ბენიტესმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული