ვთქვათ ისიც, რომ "როსონერი" შვეიცარიის იტალიური რეგიონის გუნდ "კიასოს" შეხვდა, სადაც ექსმილანელი ჯანლუკა ძამბროტა ასპარეზობს. ისიც აღვნიშნოთ, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდში პირველი მატჩი ჩაატარა 21 წლის ნიჭიერმა გამთამაშებელმა რიკარდო საპონარამ, რომელმაც სერია A-ს მიმდინარე გათამაშების პირველი ორი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. მიმდინარე სეზონში საპონარას ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობასაც კი უწინასწარმეტყველებდნენ, კაკას ტრანსფერის
მოკლედ, ერთ რიგით ამხანაგურ მატჩში ბევრი საინტერესო ამბავი მოხდა და ჟურნალისტთა გამძაფრებული ინტერესიც ამან გამოიწვია...
"მილანმა" იოლად სძლია მეტოქეს, ოთხი უპასუხო გოლი გაიტანა და ორჯერ მეტის გატანაც თავისუფლად შეეძლო. განსაკუთრებით, იტალიელებმა პირველ ტაიმში გაილაღეს, როდესაც ძირითადი შემადგენლობით ასპარეზობდნენ. მეორე ნახევარში ალეგრიმ ახალგაზრდებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება და თამაშიც შედარებით გათანაბრდა.
მომენტების აღწერით თავს არ შეგაწყენთ და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ კაკამ და საპონარამ თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ბრაზილიელი დაუღალავად დარბოდა, ამწვავებდა იერიშებს და გოლის გატანასთანაც ახლოს იყო - რაც მთავარია, ბრწყინვალე საგოლე გადაცემა მიითვალა აქტივში. რაც შეეხება საპონარას, ბოლო ნახევარი საათი ითამაშა და გოლის გატანა მოასწრო. მოკლედ, დებიუტანტებმა თავი კარგად წარმოაჩინეს და ეს ნამატჩევს მასიმილიანო ალეგრიმაც აღნიშნა...
მასიმილიანო ალეგრი (მილანი): "კარგი სპარინგი იყო, რომელმაც საჭირო ინფორმაცია მოგვაწოდა გასაანალიზებლად. ბევრი ფეხბურთელი გამოვცადეთ, რომელთა უმეტესობამაც თავი კარგად წარმოაჩინა. კაკა? - შესანიშნავი იყო და უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სერია A-ს მომდევნო ტურში ძირითად შემადგენლობაში იქნება. დიახ, ჩვენ უფრო ხშირად გამოვიყენებთ 4-3-1-2 სქემას, რიკის კი დირიჟორობა დაევალება".
რიკარდო კაკა (მილანი): "დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც თბილად მიმიღეს და "მილანში" ჩემი ხელმეორე დებიუტი გამიადვილეს. თავს კომფორტულად ვგრძნობდი და ბევრი რამეც გამომივიდა. მწვრთნელმა გამთამაშებლობა დამავალა, ამ პოზიციაზე თამაში კი ყველაზე მეტად მხიბლავს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მწვრთნელის და გულშემატკივრების ნდობა გავამართლო".
კიასო-მილანი 0:4
გოლები: 0:1 ნოჩერინო (7), 0:2 სილვესტრი (23), 0:3 რობინიო (40), 0:4 საპონარა (86).
მილანი (4-3-1-2): ამელია (57. კოპოლა) - ძაკარდო, მექსე (46. ვერგარა), სილვესტრი (61. პედონე), ემანუელსონი (46. პინატო) - ნოჩერინო (78. რონდაინინი), დე იონგი (46. პოლი), მუნტარი (46. მოდიჩი) - კაკა (46. ნიანგი) - რობინიო (61. საპონარა), მატრი (74. კლავერია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კაკა: დავბრუნდი, რათა გავიმარჯვო!