სკუდეტოსთვის ბრძოლა
ამას წინათ ლუჩანო სპალეტის ინტერვიუ წავიკითხე, სადაც აცხადებდა, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში "იუვენტუსის" ერთადერთი კონკურენტი "მილანია". ლუჩანოს ნამდვილად ვერ დავეთანხმები, რადგან სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ბევრი ძლიერი გუნდია, რომელსაც უმაღლესი მიზნები აქვს დასახული. უპირველესად, "ნაპოლი" უნდა ვახსენოთ. არც რომაული გუნდების და "ფიორენტინას" დავიწყება ეგების და რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს
დიდი იტალიური დერბი
მომდევნო ტურში სწორედ "ინტერს" ვხვდებით და თანაც, მილანში. ურთულესი მატჩი იქნება, რომელშიც მიზნად სამი ქულის მოპოვება გვაქვს დასახული. შემთხვევით არ მითქვამს, რომ "ინტერი" სკუდეტოსთვის ბრძოლაში ერთ-ერთი ფავორიტია - "ნერაძურიმ" ბრწყინვალედ დაიწყო სეზონი და ეცდება, რომ წარმატებული სერია კიდევ ერთი მოგებით გააგრძელოს.
ჩვენი იარაღი გამოცდილებაა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. დიდი იტალიური დერბი განსაკუთრებული მოვლენაა და ამ მატჩს მოუთმენლად ველოდები.
ფინანსური ფეარ პლეი
სატრანსფერო ბაზარზე იტალიურმა კლუბებმა იაქტიურეს, მაგრამ ჩვენ მაინც გვიჭირს ესპანურ და ინგლისურ კლუბებთან კონკურენცია. იტალიაში ფინანსური კრიზისია და ეს ფეხბურთზეც შესაბამისად აისახა. სერია A-ს ვერც ერთი კლუბი ვერ მისცემს თავს უფლებას, ფეხბურთელში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს, როგორც ეს მადრიდის "რეალმა" გააკეთა.
გამოსავალი? - ფინანსური ფეარ პლეი, რომლის ამოქმედებასაც უეფა წლებია, გვპირდება. დროა, ევროპულ ფეხბურთში ფინანსურად დაბალანსდეს ვითარება და ეს მხოლოდ ფეარ პლეის წესის ამოქმედებას შეუძლია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ინდონეზიელი ინვესტორი მილანის "ინტერში" ვალტერ მაცარის იუპ ჰაინკესით ჩაანაცვლებს