მიმდინარე სეზონში კონტემ თითქოს გააკეთა არჩევანი და კარლოს ტევესი-მირკო ვუჩინიჩის ტანდემს დაეყრდნო. შედეგად, პრაქტიკულად არ ეძლევათ დრო სხვა ფორვარდებს, მათ შორის, სებასტიან ჯოვინკოს. "გაძეტა დელო სპორტი" 26 წლის შემტევს მომავალზე გაესაუბრა და დაეკითხა, ხომ არ აპირებს სება ზამთარში კლუბის გამოცვლას?
"მართალია, კარლოს ტევესის და ფერნანდო ლორენტეს სახით უძლიერესი თავდამსხმელები დაგვემატნენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების იმედი გადამეწურა. პირიქით,
ამასთან, წარმატებას ვუსურვებ თითოეულ კონკურენტს, რადგან საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველა ერთ საქმეს ვაკეთებთ, მთავარი კი სწორედ იმ საერთო საქმის წარმატებაა. ვაპირებ თუ არა "იუვედან" აბარგებას? - არც ერთ შემთხვევაში, ტურინში ყველაფერი მაკმაყოფილებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. II ტური: "იუვენტუსი" და "ნაპოლი" ბრდღვნიან [VIDEO]