კეისუკე ჰონდა: "მილანი" მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია

AutoSharing Option
"მილანის" 20 წლის მცველი მატია დე შილიო მძიმედ დაშავდა და როგორც იტალიელი სპორტული ჟურნალისტები იუწყებიან, 12 სექტემბერს დანის ქვეშ მოუწევს დაწოლა.

მატიას ოპერაციას გაუკეთებენ და თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, მათ შორის, სარეაბილიტაციო პერიოდი, მინდორს 30-40 დღეში დაუბრუნდება. აღნიშნული ტრავმის გამო დე შილიომ "მილანის" რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოტოვა და ვერც იტალიის ნაკრებს დაეხმარა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში.

ამასობაში "მილანის" ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის კიდევ ერთხელ ჩამოუგდეს სიტყვა კეისუკე ჰონდას ტრანსფერზე და ჰკითხეს, ზამთარში მაინც თუ შეუერთდება 27 წლის იაპონელი ნახევარმცველი ლომბარდიულ
გრანდს.

"კეისუკეს მოსკოვის ცსკა-სთან კონტრაქტის ვადა ზამთარში ეწურება და შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეძლებს სასურველ კლუბში გადაბარგებას. ჩვენ ვესაუბრეთ იაპონელს და ვიცით, რომ კარიერის "როსონერიში" გაგრძელების დიდი სურვილი აქვს. მივაღწიეთ თუ არა წინასწარ შეთანხმებას? - ფაქტობრივად, ასეა, მაგრამ მაინც ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს".

იტალიელი ჟურნალისტები თავად ჰონდას შეეხმიანნენ და მისგან შემდეგი მოისმინეს: "მილანელებისგან კონკრეტული წინადადება მაქვს და ეს ძალიან მახარებს. "როსონერი" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, სადაც თამაში უდიდესი პატივი იქნება. თუმცა გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობ და ვცდილობ, ჯერ ცსკა-ში ასპარეზობაზე ვიყო კონცენტრირებული. "მილანი" ერთ-ერთი ვარიანტია და არაა გამორიცხული, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე სხვა საინტერესო შეთავაზებებიც მივიღო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კეისუკე ჰონდა "მილანს" შეუთანხმდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული