პაოლო მალდინი: კარლო ანჩელოტი არიგო საკის და ფაბიო კაპელოს ნაზავია

AutoSharing Option
"მილანის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პაოლო მალდინიმ განაცხადა, რომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელებს შორის არიგო საკის, ფაბიო კაპელოსა და კარლო ანჩელოტის დაასახელებდა.

"ეჭვგარეშეა, ეს სამეული დიდებულია. ისინი წერდნენ ფეხბურთის ისტორიას. საკიმ მასწავლა, როგორ ვითამაშო დაცვაში და შევუტიო ორგანიზებულად. ამას გარდა, მან მასწავლა თავგანწირვა მოედანზე.

კაპელომ მასწავლა ყველაფრის ავტომატიზმამდე მიყვანა. ეს ერთდროულად იოლიც არის და რთულიც.

ანჩელოტი ამ ორი დიდი მწვრთნელის სინთეზს წარმოადგენს. ანჩელოტიმ ფეხბურთელობისას ბევრი ისწავლა საკისაგან"
, - განაცხადა მალდინიმ.

ასევე იხილეთ:
მალდინების საფეხბურთო ფილოსოფია: ფეხბურთი გუშინ, დღეს, ხვალ...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული