დიახ, ინაციო აბატეს და მატია დე შილიოს ტრავმები აქვთ და ჯერ კიდევ უცნობია, როდის დაუბრუნდებიან მოედანს. ერთი ცხადია, სერია A-ს მესამე ტურს ორივე მათგანი გამოტოვებს და მწვრთნელსაც მათი შემცვლელების შერჩევა მოუწევს.
ერთს კიდევ ეშველებოდა და აი, ორივეს შეცვლა მეტად რთული ამბავია, მით უმეტეს, ექსპერტთა მოსაზრებით, "როსონერის" ყველაზე მეტად სწორედ უკანა ხაზში უჭირს.
"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მასიმილიანო ალეგრი ანდრეა პოლის
ამ თემაზე კომენტარი თავად პოლიმ გააკეთა და პრაქტიკულად, დაადასტურა, რომ ალეგრი მისი დაცვაში გამწესების ვარიანტს განიხილავს:
"აბატემ და დე შილიომ ერთად მიიღეს ტრავმები და ალეგრის ექსპერიმენტების ჩატარება მოუწევს. დასამალი არაა, რომ ჩემი დაცვაში დაწევის ვარიანტი განიხილება და დიდია შანსი, უახლოეს უქმეებზე ახალ ამპლუაში მიხილოთ. მზად ვარ, მწვრთნელის ნებისმიერი დავალება შევასრულო და გუნდს იქ გამოვადგე, სადაც დავჭირდები".
ბოლოს დავძინოთ, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მესამე ტურში "მილანი" "ტორინოს" ესტუმრება. "გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, დაცვის მარჯვენა ფრთაზე ანდრეა პოლი გაირჯება, მარცხენა ფლანგს კი ურბი ემანუელსონი გაამაგრებს.
ცენტრში, სავარაუდოდ, ფილიპ მექსეს და კრისტიან საპატას ვიხილავთ. ამ ყველაფერმა კი "როსონერის" გამოცდილი მცველი კრისტიან ძაკარდო აღაშფოთა, რაც არაა გასაკვირი...
ალეგრი ძაკარდოს საერთოდ არ სწყალობს, ასეთ რთულ ვითარებაშიც კი - კრისტიანმა დაიჩივლა, "მილანში" არ მენდობიან და ზამთარში გუნდი უნდა შევიცვალოო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"