მასიმილიანო ალეგრი: "მილანს" დაცვაში საიმედოობა აკლია [VIDEO]

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "ტორინოსთან" ფრედ დასრულებული საშინაო მატჩის (2:2) შემდეგ თავისი გუნდი ხასიათის სიმტკიცის გამოჩენისთვის შეაქო, თუმცა დაცვაში პრობლემების არსებობაზეც ისაუბრა.

14 სექტემბერს გამართულ, სერა A-ს მესამე ტურის შეხვედრაში "როსონერი" 88-ე წუთამდე ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა.

ტურინის "ოლიმპიკო დი ტორინოზე" მასპინძლები დანილო დ'ამბროზიოსა (47) და ალესიო ჩერჩის (71) გოლებით იგებდნენ, თუმცა 89-3 წუთზე ჯერ სალი მუნტარიმ შეამცირა სხვაობა, კომპენსირებულ დროში კი სტუმრებს ქულა მარიო ბალოტელიმ პენალტიდან გადაურჩინა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"თამაშის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე ვაგებდით, მაგრამ ბიჭები არ გატყდნენ.

"ტორინო" კარგად თამაშობდა და უამრავ პრობლემას გვიქმნიდა, ჩვენ კი მეტოქის კონტრშეტევებს ნაკლებ ყურადღებას ვუთმობდით. ბრწყინვალედ ითამაშა შეტევაში ჩერჩიმ და იმობილემ, რომელმაც თავიანთი სისწრაფე და ტექნიკა ჩვენი დაცვის წინააღმდეგ კარგად გამოიყენეს", - თქვა ალეგრიმ.

ამ მატჩში ითამაშა "მილანში" დაბრუნებულმა კაკამ, რომელმაც მოედანზე 70 წუთი დაჰყო. მილანელთა თავკაცმა ამაზეც ისაუბრა.

"კაკა გარკვეული პერიოდი არ თამაშობდა, მაგრამ ამ შეხვედრაში აჩვენა, რომ კარგ ფორმაშია.

ჩვენს სათამაშო სისტემაში რაღაცები შევცვალეთ და ამიტომ დროა საჭირო, რომ თამაში ბალანსირებული გახდეს. ჯერ-ჯერობით კი დაცვაში საიმედოობა გვაკლია. ეს მთელ გუნდს ეხება, რომელიც არასათანადოდ ეფექტურია დაცვითი მოქმედებებისას.

ეს ნაკლი მაქსიმალურად სწრაფად უნდა აღმოვფხვრათ, რადგან უკვე ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაში "სელტიკთან" თამაში გველის".

აღსანიშნავია, რომ "მილანს" სერია A-ს სასტარტო სამი თამაშის შემდეგ ოთხი ქულა აქვს.

"ნირწამხდარი ნამდვილად არ ვარ. უნდა გავერკვეთ, მოედანზე რას ვაკეთებთ სწორად და რას არა. უნდა ვისწავლოთ ისეთი გუნდების დამარცხება, როგორიც "ტორინოა".

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. III ტურის წინ: დიდი შეტაკება მილანში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული