იტალია. სერია A. III ტური: მილანური ომი და მშვიდობა [VIDEO]

AutoSharing Option
ტურის ყველაზე საინტერესო მატჩები შაბათს გაიმართა, მთავარი დაპირისპირება კი მილანში, ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე შედგა: დიდი იტალიური დერბი, "ინტერი" "იუვენტუსის" წინააღმდეგ - ჯახი, რომელმაც გაამართლა მოლოდინი.

დიდი იტალიური დერბი
ომი, რომელიც მშვიდობიანად დასრულდა - დაახლოებით ასე შეგვიძლია დავახასიათოთ შაბათს გამართული დიდი იტალიური დერბი.

გუნდებმა შეტევაში გალიეს შეხვედრა და ორივე კართან უხვად შეიქმნა სახიფათო მომენტები. შედეგი კი საყაიმო გამოვიდა, რამაც ორივე მხარე კმაყოფილი დატოვა. ნამატჩევს მწვრთნელ-ფეხბურთელები უგუნებობას არ უჩიოდნენ და ოპტიმისტური კომენტარებიც არიგეს...

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მატჩი ორმხრივ იერიშებში წარიმართა -
პირველ ტაიმში უფრო მილანელები ფლობდნენ უპირატესობას და გატანის მეტი შანსიც მათ ჰქონდათ; აი, მეორე ნახევარი და განსაკუთრებით, ბოლო 15-20 წუთი კი უკვე ტურინელთა კარნახით წარიმართა და მომენტებიც მასპინძელთა კართან იქმნებოდა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ბრწყინვალედ ითამაშა ორივე მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა და სამირ ჰანდანოვიჩმა - ის, რომ შეხვედრა უხვგოლიანი არ გამოვიდა, სწორედ მათი დამსახურებაა.

თითო ეპიზოდში მეკარეებიც უძლურნი იყვნენ და გოლებზე აუცილებლად უნდა შევაჩეროთ ყურადღება; ისინი ორი წუთის ინტერვალში გავიდა, ჯერ "ინტერმა" შეაგდო, შემდეგ კი "იუვენტუსმა".

73-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მილანელთა სიღრმიდან დაწყებული იერიში რიკი ალვარესის რეიდით, მაურო იკარდიზე გაკეთებული იდეალური გადაცემით და ამ უკანასკნელის უზუსტესი დარტყმით დაგვირგვინდა, 1:0.

ვთქვათ ისიც, რომ იმ მომენტისთვის არგენტინელი რამდენიმე წუთის ჩართული იყო თამაშში.

საპასუხო არტურო ვიდალმა გაიტანა, რომელიც მარცხენა ფრთიდან კვადვო ასამოას მიერ გაკეთებულ შესანიშნავ პასს გამოეხმაურა, ერთი გაისწორა ბურთი და მეორე შეხებით მეკარისაგან მარცხენა დაბალ კუთხეში მოათავსა, 1:1. ეს არის ვიდალის მესამე გოლი სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში და თუ ასე გააგრძელა, გასული სეზონის მსგავსად, გუნდის ბომბარდირი გახდება.

მოკლედ, გოლები ეფექტური გავიდა და სხვა მხრივაც ყველაფერი ისე იყო, როგორც ასეთ გუნდთა დაპირისპირებას ეკადრება: სწრაფი ტემპი, ბრძოლა მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე, ეფექტური კომბინაციები, ცოტა წუნი და მთლიანობაში, შესანიშნავი სანახაობა...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ანტონიო კონტე ("იუვენტუსის" მწვრთნელი):
"ეს იყო უმძიმესი შეხვედრა უძლიერეს მეტოქესთან ურთულეს ვითარებაში. სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო და ბუნებრივია, ეს უფრო მეტოქეს ეხმარებოდა, ვიდრე ჩვენ. "ინტერმა" დაამტკიცა, რომ მიმდინარე სეზონში უმაღლესი მიზნებისთვის შეუძლია ბრძოლა, მათ შორის, სკუდეტოსთვის. მილანელები ევროტურნირებზე არ მონაწილეობენ და ეს მათი დამატებითი პლუსია".

ვალტერ მაცარი ("ინტერის" მწვრთნელი):
"მესმის, რომ ჩვენგან ასეთ კარგ თამაშს არ მოელოდნენ, მაგრამ შორს მიმავალი პროგნოზების კეთება ნამდვილად არ შეიძლება. სკუდეტომდე ძალიან შორია და ჩემი თხოვნაა, რომ დავივიწყოთ ეს თემა. ახალ გუნდს ნულიდან ვაკეთებთ და მთავარია, რომ თამაშიდან თამაშამდე მოვუმატოთ. მოქმედ ჩემპიონს მატჩის დიდი ნაწილი ტოლ-სწორად ვეპაექრეთ და არ შეიძლება, რომ ეს არ მახარებდეს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს".

ისევ მარიო, ისევ პენალტი...
საინტერესო მატჩი გაიმართა ტურინში, სადაც "ტორინო" და "მილანი" შეასკდნენ ერთმანეთს.

ლომბარდიელებმა მთელი შეხვედრა უფერულად ჩაატარეს და დამსახურებულად აგებდნენ, მაგრამ ბოლო წუთებში ყველაფერი თავდაყირა დადგა... მატჩის დასრულებამდე 2-3 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც სალი მუნტარიმ მისთვისაც გაუგებარი დარტყმით ბურთი ბადეში გაახვია, ზედ საფინალო სასტვენის წინ კი სტუმრებმა თერთმეტმეტრიანი მოინადირეს, რომელიც მარიო ბალოტელიმ გოლად აქცია, 2:2.

ვთქვათ ისიც, რომ "მილანში" გადასვლის შემდეგ სუპერმარიოს გოლების უმეტესობა პენალტით აქვს გატანილი.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მატჩის არბიტრმა ტურინულ შეხვედრას 6 წუთი დაამატა, რამაც მასპინძელთა აღშფოთება გამოიწვია - ნამატჩევს, "ტორინოს" მესაჭე ჯამპიერო ვენტურამ ყველაფერი მსაჯებს დააბრალა, მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კი ქულის აღებისთვის ღმერთს მადლობა შესწირა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გადახალისებული ნაპოლი
რაფაელ ბენიტესი დიდ ფუფუნებაშია - "ატალანტასთან" მატჩის წინ გადაწყვიტა, რომ სასტარტო შემადგენლობა გადაეხალისებინა, რაც დიდწილად სანაკრებო მატჩებით გახლდათ განპირობებული. მაგალითად, თადარიგში დარჩა ჩემპიონატის ბომბარდირი მარეკ ჰამშიკი, მისი ადგილი კი გორან პანდევმა დაიკავა; ხოსე კალეხონი დრის მერტენსმა ჩაანაცვლა და ასე შემდეგ...

რაც მთავარია, ამ ყველაფერს სამხრეთელთა თამაშზე დიდი დაღი ნამდვილად არ დაუსვამს... ნეაპოლელები მთელი მატჩის განმავლობაში უტევდნენ, გოლები კი მეორე ტაიმში გაიტანეს - ერთი კია, მასპინძელთა იერიშები უფრო მწვავე ჰამშიკის მოედანზე შესვლის შემდეგ გახდა, ერთ-ერთი გოლი კი ასევე შეცვლაზე შესულმა კალეხონმა გაიტანა.

"ნაპოლიმ" მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში.

იტალია. სერია A. III ტური
ინტერი-იუვენტუსი 1:1
გოლები: 1:0 იკარდი (73), 1:1 ვიდალი (75).
ინტერი (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - კამპანიარო, რანოკია, ჟუან ჟესუსი - ჯონათანი, გუარინი, ტაიდერი (68. იკარდი), კამბიასო, ნაგატომო - ალვარესი (81. კოვაჩიჩი) - პალასიო.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი (46. ისლა), ვიდალი, პირლო (87. პადოინი), პოგბა, ასამოა - ვუჩინიჩი (72. კვალიარელა), ტევესი.
გაფრთხილება: კამპანიარო, რანოკია - ლიხტშტაინერი, ვიდალი.
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 7-9(4-5); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 75 000

ნაპოლი-ატალანტა 2:0
გოლები: 1:0 იგუაინი (71), 2:0 კალეხონი (81).
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მესტო, ალბიოლი, კანავარო, არმერო - ჯემაილი (86. რადოშევიჩი), ინლერი - მერტენსი (59. კალეხონი), პანდევი (66. ჰამშიკი), ინსინიე - იგუაინი.
ატალანტა (3-5-1-1): კონსილი - ლუკინი, სტენდარდო (79. ლივაია), იეპესი - დელ გროსო (66. ბრივიო), რაიმონდი, კარმონა, ჩიგარინი, ბაზელი - ბონავენტურა (59. მორალესი) - დენისი.
გაფრთხილება: კალეხონი (ნაპოლი).
გაძევება: ჩიგარინი (74. ატალანტა).
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 11-7; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 22-11(11-5); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 45 000

ტორინო-მილანი 2:2
გოლები: დამბროზიო (47), 2:0 ჩერჩი (71), 2:1 მუნტარი (88), 2:2 ბალოტელი (90-პენ.).
ტორინო (3-5-2): პადელი - გლიკი, ბოვო, მორეტი - დარმიანი, ვივესი, გლიკი, ელ ქადური, დამბროზიო (80. პასკუალე) - ჩერჩი (76. ლარონდო - 90. ფერნერუდი), იმობილე.
მილანი (4-3-1-2): აბიატი - ძაკარდო, მექსე, საპატა, ემანუელსონი - დე იონგი, მონტოლივო (45. პოლი), მუნტარი - კაკა (70. ბირსა) - რობინიო (58. მატრი), ბალოტელი.
გაფრთხილება: გლიკი, ელ ქადური - საპატა, პოლი.
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 7-11(3-5); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 22 000

ფიორენტინა-კალიარი 1:1
გოლები: 1:0 ბორხა ვალერო (71), 1:1 პინილია (89).
ფიორენტინა (3-5-2): ნეტო - რონკალია, გონსალო, ტომოვიჩი - კუადრადო (28. ხოაკინი - 70. პისარო), აკვილანი, ბორხა ვალერო, ამბროზინი, პასკუალი - როსი, გომესი (51. იანკოვიჩი).
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პერიკო, როსეტინი, ასტორი, მურუ - დესენა (75. კაბრერა), კონტი, ნაინგოლანი - კოსუ (66. პინილია) - იბარბო, საუ (90. ეკდალი).
გაფრთხილება: გონსალო - აგაცი, მურუ, კოსუ.
გაძევება: პისარო (90. ფიორენტინა).
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 9-4(2-1); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 27 000

ვერონა-სასუოლო 2:0
გოლები: 1:0 მარტინიო (12), 2:0 რომულო (90).
ვერონა (4-3-3): რაფაელი - აგოსტინი, მორასი, მაიეტა (23. ბიანკეტი), კაჩატორე - ჟორჟინიო, რომულო, ალფრედსონი - კაჩა, მარტინიო (90. იანკოვიჩი), ტალები (70. დონატი).
სასუოლო (4-3-3): პომინი - გაცოლა, აჩერბი, ტერანოვა, ციგლერი - მანანელი (83. მაზუჩი), კურტიჩი, მისიროლი - ძაძა, სკელოტო (70. ფლორო ფლორესი), ფარიასი (57. ალექსე).
გაფრთხილება: რომულო, ბიანკეტი, იანკოვიჩი - გაცოლა.
კუთხური: 5-10; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 8-14 (3-2); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 20 000

ლაციო-კიევო 3:0
გოლები: 1:0 კანდრევა (8), 2:0 კავანდა (38), 3:0 ლულიჩი (41).
ლაციო (4-4-1-1): მარკეტი - კონკო, ბიავა (15. სიანი), ცანა, კავანდა (90. კეიტა) - კანდრევა, ლედესმა, ონაზი, ლულიჩი - ედერსონი (78. გონსალესი) - კლოზე.
კიევო (4-4-2): პუჯონი - სარდო, პაპი, ცეზარი, დრამე - ჰეტემაი, რადოვანოვიჩი (59. პელისიერი), ლ. რიგონი, სესტუ (90. ესტიგამბია) - თერეუ (70. აკოსტი), პალოსკი.
გაფრთხილება: ლულიჩი, სიანი - სარდო, პაპი, ჰეტემაი, ლ. რიგონი, სესტუ, აკოსტი.
კუთხური: 3-11; ჯარიმა: 8-14; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 12-11(6-5); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 35 000

ლივორნო-კატანია 2:0
გოლები: 1:0 პაულინიო (65), 2:0 პაულინიო (72).
ლივორნო (3-4-1-2): ბარდი - ჩეკერინი, ემერსონი (81. ვალენტინი), კოდა - სკატარელა, მბაიე (78. რინაუდო), ლუჩი, გრეკო - ბიაჯანტი - პაულინიო, ემეგარა (90. სილიგარდი).
კატანია (4-3-3): ანდუხარი - ალვარესი, ბელუში, ბირაგი (78. მონძონი), სპოლი - პანაიოტისი (67. ლეტო), პლაზილი, ალმირონი - ბარიენტოსი, კასტრო (79. ლოპესი), ბერგესიო.
გაფრთხილება: ემერსონი, სკატარელა, პაულინიო - ალვარესი, სპოლი, ბირაგი.
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 20-17; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 14-12(4-2); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 20 000

უდინეზე-ბოლონია 1:1
გოლები: 0:1 დიამანტი (71), 1:1 დი ნატალე (85).
უდინეზე (3-5-2): კელავა - ნალდო (77. მაიკოსუელი), დანილო, დომიცი (57. ბუბნიჩი) - პერეირა, ბადუ (84. ზელინსკი), ალანი, ლაძარი, გაბრიელ სილვა - მურიელი, დი ნატალე.
ბოლონია (4-3-1-2): კურჩი - გარიჩი, ანტონსონი, ნატალი, ჩეხი - პაციენცა, კონე, დელა როკა (57. პერესი) - დიამანტი (79. ხრისტოდოლოპულოსი) - მოსკარდელი, ბიანკი (72. კრისტალდი).
გაფრთხილება: მურიელი - პაციენცა, კონე, დელა როკა, მოსკარდელი.
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 7-8(3-3); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 17 000

სამპდორია-ჯენოა 0:3
გოლები: 0:1 ანტონინი (9), 0:2 კალაიო (50), 0:3 ლოდი (66).
სამპდორია (3-5-2): და კოსტა - გასტალდელო, პალომბო, კოსტა - დე სილვესტრი, ობიანგი, კრსტიჩიჩი, ბარნასონი (46. სორიანო), რეჯინი (67. სანსონე) - ედერი (76. პოცი), გაბიადინი.
ჯენოა (3-5-2): პერინი - მანფრედინი, გამბერინი (69. დე მაიო), პორტანოვა - ვრსალკო, ბიონდინი, ლოდი, მათუზალემი (65. კოფიე), ანტონინი (72. სანტანა) - ჯილარდინო, კალაიო.
გაფრთხილება: კოსტა, კრსტიჩიჩი, რეჯინი, სორიანო - მანფრედინი, ჯილარდინო.
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 8-4(1-3); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 35 000

16 სექტემბერი
პარმა-რომა 23.15

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 4 - მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი); 3 - ხოსე კალეხონი (ნაპოლი), ჯუზეპე როსი (ფიორენტინა), არტურო ვიდალი (იუვენტუსი), ბორხა ვალერო (ფიორენტინა), პაულინიო (ლივორნო).

მომდევნო ტური
21 სექტემბერი:
კალიარი-სამპდორია, კიევო-უდინეზე, ჯენოა-ლივორნო;

22 სექტემბერი:
სასუოლო-ინტერი, ატალანტა-ფიორენტინა, ბოლონია-ტორინო, კატანია-პარმა, იუვენტუსი-ვერონა, რომა-ლაციო, მილანი-ნაპოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანტონიო კონტე: მილანის "ინტერი" ჩემპიონობისთვის იბრძოლებს! [VIDEO]
მასიმილიანო ალეგრი: "მილანს" დაცვაში საიმედოობა აკლია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული