კაკა დაახლოებით ერთი თვე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალიდან" "მილანში" გადასული ბრაზილიელი ნახევარმცველი კაკა დაიმტვრა.

"მილანის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაცხადა, რომ "ტორინოსთან" 2:2 დასრულებულ შეხვედრაში კაკა იმიტომ გამოცვალეს, რომ ბრაზილიელი ტრავმირებულია.

ტესტირებამ აჩვენა, რომ 31 წლის კაკა დაახლოებით ერთ თვეს დაისვენებს, თუმცა ახალი ტესტირება 10 დღის ვადაშია დანიშნული.

"ძალიან ცუდი დღე გამოდგა შაბათი ჩემთვის. ნამდვილად არ ველოდი ტრავმას. მეგონა, ყველა უარყოფითი წარსულს ჩაბარდა.

მე უკვე ვესაუბრე "მილანის" ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის და ვუთხარი, სანამ ტრავმირებული ვარ, ხელფასი არ მინდა. ერთადერთი, რაც "მილანისგან" მჭირდება ახლა, მხარდაჭერაა"
.

ასევე იხილეთ:
კაკამ ადრიანო
გალიანი აღაფრთოვანა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული