რომაული დერბით ტკბობამ წელს ადრეულად გვიწია. ბოლო წლების ტრადიციიდან გამომდინარე, ადრეულია თავად მატჩის დაწყების დროც. დღის შუქზე პოლიციას უფრო გაუადვილდება ფანების დაშოშმინება. დასაშოშმინებელი კი ბევრი იქნება, ამის გარეშე "დერბი დელა კაპიტალე" წარმოუდგენელია...
ვნებები უკვე დუღს. "რომამ" ბრწყინვალე სტარტი აიღო. "ჯალოროსის" ტიფოზერია ზედიზედ მეოთხე გამარჯვების მოლოდინშია. ამბიციებიც, ცხადია, დიდია - "რომამ" ჩემპიონობას დაუმიზნა. შეიძლება, ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ რუდი გარსიამ უკვე გამოაჩინა ფხა - "რომაში" ქაოსი აღარ არის.
როგორ ფორმაშიც უნდა იყოს "ლაციო", ეს ისეთი თამაშია, სადაც
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, "ლაციოს" უპირატესობა აქვს - მაისში "რომას" ქვეყნის თასის ფინალში მოუგო (1:0). ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი არ არის ისეთი, თვალს რომ ვერ მოსწყვეტ, ეს ნიშა უფრო "რომას" უკავია, მაგრამ "ლაციოსაც" აქვს თავისი კოზირი - ბრძოლა (ჩეხვაც) ბოლომდე!
გარდა იმისა, რომ "ჯალოროსის" ხსენებული ფინალისთვის აქვს რევანში ასაღები, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი - ტიფოზებს "საშინაო" დერბიში გამარჯვება მოენატრათ. ბოლო ოთხი მატჩიდან "რომამ" "საკუთარ კედლებში" ერთიც ვერ მოიგო. ნავსის გატეხვა გარსიას მისიად იქცა.
სხვათა შორის, გარსიას "რომა" ძალიან მოსწონს ამ გუნდის ყოფილ მარცხენა მცველს ვენსან კანდელას. 39 წლის ფრანგმა ისიც კი იწინასწარმეტყველა - "რომა" 3:0-ს მოიგებსო.
მატჩს განსჯის 40 წლის არბიტრი ჯანლუკა როკი, რომელმაც შარშანაც იმსაჯა რომაული დერბი, ოღონდ, "ლაციოს" მასპინძლობით. ის თამაში (თუ ამას თამაში შეიძლება ეწოდოს) "ბიანკოჩელესტემ" 3:2 მოიგო. შესაძლოა, როკისთვის ის ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩიც იყო - 9 ყვითელი ბარათი და 2 გაძევება!
საერთოდ, როკი სერია A-ში მე-11 სეზონს ატარებს. ამ ხნის განმავლობაში ის 144 მატჩს გაუძღვა, რომლებშიც 717 ყვითელი (საშუალოდ 4.9 მატჩში) და 65 წითელი ბარათი (საშუალოდ 0.45 მატჩში) ჩამოარიგა.
1986 წლის მერე...
კვირას არც "მილანი" და "ნაპოლი" მოგვაწყენენ. ესეც ტურის ერთ-ერთი მთავარი მატჩია. რაფა ბენიტესის გუნდმა სერიოზული ინტრიგა შემოაგდო.
ჩვენ არაფერი გვიკვირდა ვალტერ მაძარის "ნაპოლისგან", მაგრამ რევოლუციური ცვლილებების შემდეგ თავიდან აწყობილი გუნდი იმდენად შთამბეჭდავად თამაშობს, გეგონებათ, ბენიტესი წლებია ამ "ორკესტრს დირიჟორობს". სერია A-ში სამი სასტარტო გამარჯვების შემდეგ, ნეაპოლურ წნეხში ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალისტი "დორტმუნდიც" მოჰყვა...
ხომ წარმოგიდგენიათ, რა განწყობით მიჰყავს ბენიტესს გუნდი ჩრდილოეთისკენ, სადაც ტრავმებით სავსე "მილანი" ელოდება. თავის მხრივ, "როსონერისაც" არ უნდა ჰქონდეს ურიგო განწყობა - ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო, მაგრამ იტალიური ფრონტი სულ სხვაა.
"დორტმუნდთან" მატჩის შემდეგ "ნაპოლის" ფორვარდმა გონსალო იგუაინმა აკი თქვა კიდეც - იტალიის ჩემპიონატში თამაში გაცილებით რთული ყოფილაო...
"მილანს" რომ იოლი დღე არ ექნება, ამას ბოლო წლების სტატისტიკაც მოწმობს - "წითელ ეშმაკებს" სულ უფრო უჭირთ "ნაპოლისთან" გამკლავება. ამ გუნდთან შინ ბოლოს 2011 წლის თებერვალში გაიმარჯვეს - 3:0. მაგრამ... არის ერთი "მაგრამ" - თავის მხრივ, "აძურის" მილანში 1986 წლის მერე არ მოუგია.
ზედიზედ ორი მეტისმეტი იქნება
"ვერონამ" უკვე მოასწრო ქომაგთა (და არა მარტო) გაოცება "მილანთან" პირველ ტურში გამარჯვებით, თუმცა დღეს გაცილებით მძიმე გამოცდა აქვს - სტუმრად "იუვენტუსთან", ვინც ჩემპიონთა ლიგაში უღიმღამო სტარტით კრიტიკოსები მოიმრავლა.
ეს კი ვერ არის მთლად კარგი "ვერონასთვის", რადგან ზედიზედ ორი ჩაგდებული თამაში ანტონიო კონტეს გუნდისთვის მეტისმეტი გვეჩვენება...
"სასუოლო" და "ინტერი" არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს, მაგრამ არსებობს სტატისტიკა, რომელიც გვეუბნება, რომ სერია A-ში ახალ აღზევებულ გუნდებთან "ნერაძურის" მაჩვენებლები ნამდვილად არ არის სახარბიელო - 24 მატჩში მხოლოდ 13 გამარჯვება, 9 ფრე და 2 მარცხი.
"ატალანტა" ერთი-ერთი იმ გუნდთაგანია, ვისთანაც "ფიორენტინას" სტუმრად თამაში უჭირს. ბოლო ათ წელიწადში "ვიოლამ" ბერგამოში მხოლოდ ორჯერ მოიგო და 5-ჯერ დამარცხდა. ამას ემატება ისიც, რომ ვინჩენცო მონტელას არ ეყოლება სამი წამყვანი მოთამაშე - დისკვალიფიცირებული დავიდ პისარო და ორიც ტრავმირებული - ხუან კუადრადო და მარიო გომესი.
"ბოლონია" მასპინძლობს "ტორინოს" და პირველ გამარჯვებას უმიზნებს. ცნობისთვის, "როსობლუს" "ტოროსთან" საკუთარ მოედანზე ბოლო 6 მატჩი არ წაუგია. ყურადღებას მივაპყრობთ "ბოლონიას" მეკარე ჯანლუკა კურჩის, რომელმაც სასტარტო შეხვედრებში უამრავი შეცდომა დაუშვა. აქვე სტატისტიკაც - 270 წუთში 6-ჯერ გამოიტანა ბურთი ბადიდან.
"სამპდორია" შავ დღეშია. ამას ემატება უშუალოდ "კალიარისთან" ბოლო წლების ნეგატიური ბალანსიც - არც ერთი გამარჯვება 9 მატჩში!
"პარმა" სტუმრობს "კატანიას", ვისთვისაც სერია A-ში გასვლაზე არასოდეს მოუგია.
"კიევომ", რომელსაც სტაბილურად საშუალოდ გუნდის სტატუსი აქვს, სეზონი ცუდად დაიწყო. დღევანდელი მეტოქეც არ ჰყავს საკბილო - ეს ის "უდინეზეა", ვისთვისაც 2006/07 წლების სეზონის შემდეგ არ მოუგია.
"ჯენოამ" და "ლივორნომ" წინა ტურში შთამბეჭდავად გაიმარჯვეს. ასე რომ, სადღეისოდ განწყობა ორივე გუნდს პოზიტიური აქვს. არ გაგიკვირდეთ და, "ჯენოას" ტოსკანური კრებულისთვის შინ 2003 წლის მერე არ უჯობნია.
იტალია. სერია A. IV ტური
21 სექტემბერი
კალიარი-სამპდორია 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პიზანო (კალ); ედერი (სამ)
ურთიერთშეხვედრები
სულ 56 თამაში: +22=25-9 (71-55)
კიევო-უდინეზე 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დაინელი, კუპიში (კიე); ოტრო, პინცი, ბაშტა, ბრკიჩი (უდი)
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +5=8-9 (21-26)
ჯენოა-ლივორნო 22:45
დისკვალიფიკაცია: მარკეზე (ჯენ); დე ლუჩია (ლივ)
ტრავმა: ანტონელი, კუცკა (ჯენ); ბოტა, ბორხა (ლივ)
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +10=12-4 (42-39)
22 სექტემბერი
რომი. "ოლიმპიკო"
რომა-ლაციო 17:00
დისკვალიფიკაცია: მაური (ლაც)
ტრავმა: ბალცარეტი, ბრედლი, დესტრო (რომ); რადუ, ბიავა, პერეირინია, ბილია (ლაც)
ურთიერთშეხვედრები
სულ 140 თამაში: +48=55-37 (171-136)
სავარაუდო შემადგენლობები
რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი, ბენატია, ლეანდრო კასტანი, დოდო - პიანიჩი, დე როსი, სტროოტმანი - ფლორენცი, ტოტი, ლიაიჩი.
ლაციო (4-4-2): მარკეტი - კავანდა, კანა, სიანი, კონკო - გონსალესი, ერნანეში, ონაზი, ლულიჩი - კანდრევა - კლოზე.
მილანი. "სან სირო"
მილანი-ნაპოლი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბონერა, დე შილიო, სილვესტრე, პაცინი, ელ შაარავი, მონტოლივო, კაკა (მილ)
ურთიერთშეხვედრები
სულ 132 თამაში: +53=43-36 (190-142)
სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, მექსე, საპატა, ემანუელსონი - პოლი, დე იონგი, მუნტარი - რობინიო - მატრი, ბალოტელი.
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, სუნიგა - ბეჰრამი, ინლერი -კალიეხონი, ჰამშიკი, ინზინიე - იგუაინი.
სასუოლო-ინტერი 14:30
დისკვალიფიკაცია: ბერარდი (სას)
ტრავმა: ვალერი, მარონე, მარძორატი, ტერანოვა, გომესი (სას); კივუ, ძანეტი (ინტ)
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
ატალანტა-ფიორენტინა 17:00
დისკვალიფიკაცია: ჩიგარინი (ატა); პისარო (ფიო)
ტრავმა: ჯორჯი, კაცოლა (ატა); გომესი, კუადრადო, ჰეგაზი (ფიო)
ურთიერთშეხვედრები
სულ 100 თამაში: +26=32-42 (89-145)
ბოლონია-ტორინო 17:00
დისკვალიფიკაცია: გაცი, ბარეტო, ჟილე (ტორ)
ტრავმა: კერუბინი, სორენსენი, კრჰინი (ბოლ); მაზიელო, ლარონდო (ტორ)
ურთიერთშეხვედრები
სულ 114 თამაში: +40=34-40 (144-147)
კატანია-პარმა 17:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ისკო, პერუცი (კატ); გალოპა, პალეტა (პარ)
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +5=5-2 (19-13)
იუვენტუსი-ვერონა 17:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პეპე, მარკიზიო, კასერესი, რუბინიო (იუვ); რაგატცუ, ტონი, მაიეტა (ვერ)
ურთიერთშეხვედრები
სულ 50 თამაში: +28=13-9 (81-42)
ბომბარდირები: 4 - ჰამშიკი (ნაპოლი); 3 - კალიეხონი (ნაპოლი), პაულინიო (ლივორნო), ჯ. როსი (ფიორენტინა), ვიდალი (იუვენტუსი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"