იტალია. სერია A. VI ტური: "რომა" დაფრინავს [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მე-6 ტურში გრანდთა ჯახი არ გვიხილავს - ძლიერნი ამა ქვეყნისანი შედარებით მოკრძალებული ამბიციების გუნდებს შეხვდნენ.

ლიდერი უცვლელია
სატურნირო ცხრილს სათავეში კვლავაც "რომა" უდგას, რომელმაც "ბოლონიას" უმასპინძლა და მეტოქეს 5 უპასუხო გოლი გაუტანა. რომაელებმა გააქრეს მეტოქე და კიდევ ერთხელ დაგვანახვეს, რომ ამ სეზონში სერიოზული გეგმები აქვთ.

ორი გოლი ჟერვინიოს ანგარიშზეა, თითო ალესანდრო ფლორენციმ, მეჰდი ბენატიამ და ადემ ლიაიჩმა გაიტანეს.

შედეგი შედეგად და ”ჯალოროსი” მეტად სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, ისეთს, როგორიც ამ გუნდის ტიფოზებს განსაკუთრებულად უყვართ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"იუვე"
ტურინშიც პირველია

"ტორინოს" თითქმის ორი ათეული წელია, რაც "იუვენტუსისთვის" არ მოუგია და ეს ტრადიცია კვლავაც გრძელდება.

ტურინული დერბი დიდი ვერაფერი სანახავი გამოდგა, მომენტებიც თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით შეიქმნა და სრულიად ლოგიკური გახლავთ, რომ გამარჯვებული ერთმა გოლმა გამოავლინა...

ეს ერთი და გადამწყვეტი გოლი პოლ პოგბას ანგარიშზეა, რომელმაც თავური დარტყმით შეარხია მეტოქის კარის ბადე, 0:1.

"იუვენტუსიდან" კარლოს ტევესი უნდა გამოვარჩიოთ, რომელსაც ბურთი, პრაქტიკულად, არ დაუკარგავს და თუ რამე იქმნებოდა "გრანატას" კართან, ყველაფერში ის გახლდათ გარეული - "ტორინოში" კი ერთადერთი ნათელი წერტილი ალესიო ჩერჩი იყო, რომელმაც ბევრი კი იბზრიალა ფრთაზე, მაგრამ მარტო რას გახდებოდა...

ამრიგად, "იუვემ" კიდევ ერთი მატჩი მოიგო და თანაც ისე, რომ საუკეთესო თამაში არ უჩვენებია - არც ანტონიო კონტეს დაუმალავს, რომ მისი გუნდი ოპტიმალურ ფორმაში არაა, თუმცა იქვე დასძინა, მთავარი მაინც შედეგიაო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
პანდევის გზავნილი ბენიტესს
რაფაელ ბენიტესმა როტაციას მიმართა და აქამდე ათვალწუნებული გორან პანდევი ძირითად შემადგენლობაში დააყენა, "ნაპოლიმ" კი "ჯენოას" სწორედ მაკედონიელი შემტევის დუბლით მოუგო.

ესეც გორანის გზავნილი რაფასადმი და მსუყე განაცხადი ძირითად შემადგენლობაში დასაბრუნებლად. ნეაპოლურ გუნდში მძაფრი კონკურენციაა, რაც გუნდზე მხოლოდ დადებითად ისახება.

"ნაპოლიმ" პირველივე ტაიმში გაუტანა "ჯენოას" ორი გოლი, მეორეში "გააგორა" ბურთი და დაგეგმილი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. რომ არა "სასუოლოსთან" დაკარგული ორი ქულა, "ნაპოლის" ქულათა მაქსიმუმი ექნებოდა. მოკლედ, სამხრეთელები კარგ ფორმაში არიან და სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ნამატჩევს ბენიტესმა:

"დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შესაძლებლობების 75%-ს ვაჩვენებთ. ეს უკვე კარგია და მახარებს ისიც, რომ მომატების რესურსი გვაქვს. მეტოქე ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ და დამსახურებულად მოვიგეთ.

როტაცია აუცილებელია და ამას თითოეული ფეხბურთელი უნდა შეეგუოს - სეზონი გრძელია და თუ გვინდა, რომ მაისის ბოლომდე ჩავარდნის გარეშე ვიასპარეზოთ, პერიოდულად მოთამაშეებს დასვენების საშუალება უნდა მიეცეთ. ჩვენ დიდი მიზნები გვაქვს და საქმე გონებით უნდა ვაკეთოთ".


ვთქვათ ისიც, რომ "ნაპოლისთან" მარცხი საბედისწერო გამოდგა ფაბიო ლივერანისთვის, რომელსაც "ჯენოას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინეს; მისი ადგილი გენუური გუნდის მრავალგზის დამრიგებელმა ჯამპიერო გასპერინიმ დაიკავა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"მილანმაც" იძალა
განახევრებული "მილანი" მეტად მძიმე სანახავია, მაგრამ ამჯერად მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სასურველ მიზანს მიაღწია - ლომბარდიელებმა ერთი უპასუხო გოლი გაუტანეს "სამპდორიას" და ნანატრი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.

შედეგიანი დარტყმა ვალტერ ბირსას ანგარიშზეა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი, ერთი ახედა კარს და უზუსტესი დარტყმით გახსნა ანგარიში, 1:0. მილანელებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ.

მასიმილიანო ალეგრიმ სქემაში მცირე ცვლილებები შეიტანა: ამჯერად ერთი გამოკვეთილი ფორვარდით ითამაშა, რომელსაც უკნიდან რობინიო და ხსენებული ბირსა ეხმარებოდნენ. ცენტრფორვარდად გამწესებულმა ალესანდრო მატრიმ თავი ბევრი ვერაფრით წარმოაჩინა და ჟურნალისტთა კრიტიკაც დაატყდა თავს.

ნამატჩევს ალესანდრომ თავი იმართლა და დაგვპირდა, პირველ გოლს მალე გავიტანო, მასიმილიანო ალეგრის თქმით კი, ყველაზე მთავარი მაინც გამარჯვება იყო. "მილანს" მართლაც ჰაერივით სჭირდებოდა მოგება და მოიგო კიდეც.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ინტერმა" და "ლაციომ" ქულები დაკარგეს
"ლაციომ" გასულ სეზონში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლა და ერთი ხანობა სკუდეტოსაც უმიზნებდა, მიმდინარე ჩემპიონატში კი მძიმედ შეუყვა აღმართს - მართალია, რომაელებს 10 ქულა აქვთ და ცხრილის ზედა ნაწილში არიან, მაგრამ თამაშის ხარისხი აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს.

"ინტერთან" განადგურების შემდეგ მწარედ დაცინული, ბევრისგან კი შებრალებული "სასუოლო" იოლად არაფერს თმობს - ჯერ "ნაპოლის" წაართვა ქულა და აგერ, არც "ლაციოს" დაანება გამარჯვება. სტუმრები ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ, მაგრამ შეხვედრის დასკვნით ნაწილში მასპინძლებმა მკვეთრად მოუმატეს და გაქვითეს კიდეც ანგარიში - 2:2.

ნამატჩევს ვლადიმირ პეტკოვიჩი განრისხებული იყო, მაგრამ რაღას გახდებოდა.

"ინტერმა" წარმატებული სტარტით მთელი საფეხბურთო იტალია აალაპარაკა, მაგრამ სეზონის ბოლომდე დარჩენილი გრძელი გზა რომ ყვავილებით მოფენილი არ იქნება, "კალიარისთან" პაექრობამაც დაადასტურა. მილანელთა თავკაცმა ერთადერთ გამოკვეთილ ფორვარდად ისაკ ბელფოდილი გაამწესა და ვერ დავიჩემებთ, რომ ამ ექსპერიმენტმა გაამართლა...

მილანელთა ერთადერთი გოლი მაურო იკარდიმ შეაგდო, რასაც რაჯა ნაინგოლანმა უპასუხა - 1:1. ამრიგად, "ინტერმა" ქულები დაკარგა.

იტალია. სერია A. VI ტური
ჯენოა-ნაპოლი 0:2
გოლები: 0:1 პანდევი (14), 0:2 პანდევი (24).
ჯენოა (3-5-2): პერინი - დე მაიო, გამბერინი (37. სტოიანი), პორტანოვა - ვრსალკო, ბიონდინი, მათუზალემი (60. ფელტფაციდისი), კუჩკა, ანტონინი (46. სანტანა) - ჯილარდინო, კალაიო.
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მესტო, ალბიოლი (46. კანავარო), ბრიტოსი, ცუნიგა - ბერამი, ინლერი - კალეხონი, პანდევი (81. ჯემაილი), ინსინიე - საპატა (59. იგუაინი).
გაფრთხილება: მათუზალემი, კუჩკა - მესტო, იგუაინი.
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 9-17; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 7-9(2-3); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 24 000

მილანი-სამპდორია 1:0
გოლი: 1:0 ბირსა (46).
მილანი (4-3-2-1): აბიატი - ძაკარდო, მექსე, საპატა, კონსტანტი - დე იონგი, პოლი (75. ნოჩერინო), მუნტარი (46. ემანუელსონი) - ბირსა (66. ნიანგი), რობინიო - მატრი.
სამპდორია (4-4-2): და კოსტა - კოსტა, მუსტაფი, რეჯინი, დე სილვესტრი - ობიანგი, გავაცი, პალომბო (61. კრსტიჩიჩი), ვსჟოლეკი (52. სორიანო) - სანსონე, გაბიადინი (67. პეტანია).
გაფრთხილება: კოსტა, გავაცი (სამპდორია).
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 11-10; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 12-12(5-1); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 45 000

ტორინო-იუვენტუსი 0:1
გოლი: 0:1 პოგბა (54).
ტორინო (3-5-2): პადელი - გლიკი, როდრიგესი (ს. მაზიელო), მორეტი - დარმიანი, ვივესი (87. ფარნერუდი), ბრიგი, ელ ქადური (67. მეჯორინი), დამბროზიო - ჩერჩი, იმობილე.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პოგბა, მარკიზიო, ასამოა (74. პადოინი) - ჯოვინკო (77. ვუჩინიჩი), ტევესი (90. კვალიარელა).
გაფრთხილება: მორეტი, ვივესი, იმობილე - პოგბა, მარკიზიო, ასამოა.
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 4-12(0-6); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 22 000

ატალანტა-უდინეზე 2:0
გოლები: 1:0 დენისი (46), 2:0 დენისი (63).
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - ბელინი, ლუკინი (79. კანინი), სტენდარდო, დელ გროსო - რაიმონდი, კარმონა, ჩიგარინი, ბონავენტურა - მორალესი (86. ბრიენცა) - დენისი.
უდინეზე (3-4-2-1): კელავა - ნალდო, დანილო, ერუ - ბასტა (68. ლოპესი), ბადუ (55. ლაძარი), ალანი, გაბრიელ სილვა - მაიკოსუელი, პერეირა (86. ზელინსკი) - დი ნატალე.
გაფრთხილება: დენისი - დანილო, ბადუ, გაბრიელ სილვა, ლაძარი.
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 7-11(5-3); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 20 000

კალიარი-ინტერი 1:1
გოლები: 0:1 იკარდი (75), 1:1 ნაინგოლანი (83).
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პერიკო, როსეტინი, ასტორი, მურუ - დესენა, კონტი, ნაინგოლანი - იბრაიმი (62. კაბრერა) - პინილია (74. საუ), იბარბო.
ინტერი (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - როლანდო, რანოკია (89.Mმილიტო), ჟუან ჟესუსი - პერეირა, კოვაჩიჩი, გუარინი, კამბიასო, ნაგატომო - ალვარესი (46. იკარდი) - ბელფოდილი (64. პალასიო).
გაფრთხილება: როსეტინი, კონტი, ნაინგოლანი, პინილია - ჟუან ჟესუსი, ნაგატომო.
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 6-10(3-5); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 10 000

კატანია-კიევო 2:0
გოლები: 1:0 პლაზილი (22), 2:0 კასტრო (54).
კატანია (4-3-3): ანდუხარი - ისკო, ლეგროტალიე, ბირაგი, როლინი - პანაიოტისი, პლაზილი, ალმირონი (60. გუარენტე) - ბარიენტოსი, კასტრო (88. კეკო), ბერგესიო (76. ლოპესი).
კიევო (4-4-2): პუჯონი - ფრეი, ბერნარდინი, ცეზარი, დრამე (90. სარდო) - სესტუ (53. ლაზარევიჩი), რადოვანოვიჩი, ლ. რიგონი, ესტიგარიბია (60. იმპორტა) - თერეუ, პელისიერი.
გაფრთხილება: ლეგროტალიე, პანაიოტისი, დრამე, რადოვანოვიჩი, ლ. რიგონი.
კუთხური: 1-9; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 7-6(5-3); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 16 000

ვერონა-ლივორნო 2:1
გოლები: 1:0 იტურბე (40), 1:1 რინაუდო (45), 2:1 ჟორჟინიო (74-პენ.).
ვერონა (4-3-3): რაფაელი - აგოსტინი, მორასი (37. ბიაჯანტი), გონსალესი, კაჩატორე - ჟორჟინიო, რომულო, ალფრედსონი (54. დონატი) - იტურბე (88. ლანეტი), ტონი, ტალები.
ლივორნო (3-5-2): ბარდი - ჩეკერინი, რინაუდო, კოდა - სკატარელა, ემერსონი (59. დუნკანი), ლუჩი, გრეკო (77. ბელინგერი), ლამბრუგი - პაულინიო, სილიგარდი (64. ემეგარა).
გაფრთხილება: ჟორჟინიო, ალფრედსონი, იტურბე - რინაუდო, სკატარელა.
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 8-15; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 13-13(5-8); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 22 000

სასუოლო-ლაციო 2:2
გოლები:0:1 დიასი (50), 0:2 კანდრევა (54), 1:2 სკელოტო (56), 2:2 ფლორო ფლორესი (77).
სასუოლო (3-5-2): პეგოლო - მარძორატი, აჩერბი, ბიანკო - ციგლერი, მანიანელი, კურტიჩი (75. ლარიბი), მისიროლი, სკელოტო - ძაძა (80. ალექსე), ბერარდი (63. ფლორო ფლორესი).
ლაციო (4-5-1): მარკეტი - კავანდა (76. ცანა), სიანი, დიასი, პერეირინია - კანდრევა, ლედესმა, ონაზი (90. გონსალესი), ერნანესი, ედერსონი (64. ბილია) - ფლოკარი.
გაფრთხილება: სკელოტო, ძაძა, ფლორო ფლორესი - პერეირინია.
კუთხური: 12-4; ჯარიმა: 11-10; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 13-11(6-4); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 20 000

რომა-ბოლონია 5:0
გოლები: 1:0 ფლორენცი (8), 2:0 ჟერვინიო (17), 3:0 ბენატია (25), 4:0 ჟერვინიო (62), 5:0 ლიაიჩი (85).
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ტოროსიდისი, ბენატია, კასტანი, ბალცარეტი - დე როსი, პიანიჩი, სტროტმანი (67. ტადეი) - ფლორენცი (79. ბორიელო), ტოტი, ჟერვინიო (65. ლიაიჩი).
ბოლონია (4-2-3-1): კურჩი - გარიჩი, ანტონსონი, მანტოვანი, მორლეო - პაციენცა (64. კრჰინი), პერესი (90. ხრისტოდოლოპულოსი) - კონე, დიამანტი (79. ბიანკი), ლაქსალტი - კრისტალდო.
გაფრთხილება: დე როსი - მორლეო, პერესი, დიამანტი.
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 10-4(7-3); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 55 000

30 სექტემბერი
ფიორენტინა-პარმა 23.45

ბომბარდირები: 5 - ჩერჩი (ტორინო), როსი (ფიორენტინა); 4 - ჰამშიკი (ნაპოლი); 3 - კალეხონი (ნაპოლი), იგუაინი (ნაპოლი), ვიდალი (იუვენტუსი), ბორხა ვალერო (ფიორენტინა), პაულინიო (ლივორნო), ბალოტელი (მილანი), ტევესი (იუვენტუსი), ჟერვინიო (რომა).

მომდევნო ტური
5 ოქტომბერი:
კიევო-ატალანტა, ინტერი-რომა;

6 ოქტომბერი:
პარმა-სასუოლო, ბოლონია-ვერონა, კატანია-ჯენოა, ნაპოლი-ლივორნო, სამპდორია-ტორინო, უდინეზე-კალიარი, ლაციო-ფიორენტინა, იუვენტუსი-მილანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტურინის დერბი "იუვენტუსმა" საეჭვო გოლით მოიგო
რაფაელ ბენიტესი: როტაციის გარეშე არ შეიძლება [VIDEO]
მასიმილიანო ალეგრი: ეს მოგება ძალიან გვჭირდებოდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული