რუდი გარსია: თუ ასე გავაგრძელეთ, "სკუდეტოს" ფავორიტები ვართ

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩში "რომამ" ქვა-ქვაზე არ დატოვა "ბოლონიასგან" - 5:0 მოუგო.

გოლები ალესანდრო ფლორენციმ, ჟერვინიომ (დუბლი), მეჰდი ბენატიამ და ადემ ლიაიჩმა გაიტანეს.

6 თამაშიდან 6 მოგებით ფრანგი რუდი გარსიას გუნდი იტალიის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.

ასეთი უნაკლო სტარტი ევროპის ტოპ-ლიგებში მხოლოდ "ბარსელონას" და "ატლეტიკოს" აქვთ.

რომაელთა თავკაცმა კომენტარი გაუკეთა ბოლო გამარჯვებას: "ყოველთვის რჩება რაღაც, რისი გაუმჯობესებაც გინდა. იდეალური გუნდი და იდეალური თამაში არ არსებობს.

შეიძლება თუ არა "რომას" "სკუდეტოს" მოპოვების ფავორიტად მონათვლა? თუ ასე გავაგრძელეთ თამაში, რა თქმა უნდა.

სინამდვილეში კი ჩვენი მიზანი ევროთასებზე დაბრუნებაა.

მიხარია, რომ ჟერვინიომ დიდი გამოცდილება შეიძინა, მე ის "ლილში" გაცილებით გამოუცდელი მახსოვს"
.

პირველი გოლის ავტორმა ალესანდრო ფლორენციმ თქვა: "მშურს, როცა ვუყურებ, სხვა იტალიური გუნდები ევროთასებისთვის როცა ემზადებიან, ჩვენ კიდევ სახლში ვრჩებით. ევროთასებზე დაბრუნება გვწადია".

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. VI ტური: "რომა" დაფრინავს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული