არიგო საკი: მთავარი სათამაშო სტილია და არა - ინდივიდუალური ოსტატობა

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი სპეციალისტი არიგო საკი მიიჩნევს, რომ "რომამ" თამაშის სტილი შეიცვალა და დღეს ის მოწინავეა იმ გუნდებს შორის, რომლებიც იტალიური ფეხბურთის ფილოსოფიის შეცვლას ცდილობენ.

საკიმ აღიარა, რომ სერია A-ს 6 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში რომაული კლუბის ლიდერობა ყველასთვის სიურპრიზია.

"სეზონის წინ "რომას" ასეთ სტარტს ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, მით უმეტეს, რომ კლუბი მნიშვნელოვან ფეხბურთელებს დაემშვიდობა. თუმცა, მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ აჩვენა, რომ მთავარი სათამაშო სტილია და არა - ფეხბურთელთა ინდივიდუალური ოსტატობა.

შესაძლოა, "რომაში" ინდივიდუალისტების რაოდენობა შემცირდა; სამაგიეროდ, გაიზარდა გუნდურობა და გათანაბრდა დონე
- ეს გამორიცხავს ერთეული ფეხბურთელების შეცდომებს და ამას შედეგიც მოაქვს.

მომავალ ტურში "რომა" მილანის "ინტერს" შეხვდება და ბრწყინვალე სანახაობის მოლოდინში ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდები განსხვავებული სტილის მიმდევრები არიან.

საერთოდ, იტალიაში გუნდები შეტევაზე დიდად მომართულნი არ არიან. არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, თუმცა ევროპული ფეხბურთი უფრო შემტევი სტილისაა.

ესპანეთში ამბობენ, რომ ჩემპიონატს ის გუნდი იგებს, რომელიც ყველაზე მეტს იტანს, იტალიაში კი - ვინც ყველაზე ცოტას უშვებს. "რომა", "იუვენტუსი", "ნაპოლი" და "ფიორენტინა" ამ ფილოსოფიის შეცვლას ცდილობენ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული