კრისტიან აბიატის ამჟამინდელი სათამაშო ფორმა კლუბის სამწვრთნელო შტაბს არ აკმაყოფილებს და ამიტომ "მილანი" ახალი გოლკიპერის შეძენას გეგმავს.
"როსონერის" მთავარი სატრანსფერო მიზანი 24 წლის ზომერია, თუმცა რამდენი სურს "ბაზელს" მეკარის სანაცვლოდ და რამდენის გადახდა უნდა "მილანს", ჯერჯერობით უცნობია.
2013/14 წლების სეზონში ზომერმა შვეიცარიის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში 17 მატჩი ჩაატარა.
მომზადებულია Sport Mediaset-ის მიხედვით