პოლ პოგბა: სერია A ფეხბურთის უნივერსიტეტია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა პოლ პოგბამ რასიზმის პრობლემაზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, თუ რატომ ამჯობინა კარიერის იტალიაში გაგრძელება.

გვინეური ფესვების მქონე საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი თავის მასწავლებლებად ჯანლუიჯი ბუფონსა და ანდრეა პირლოს მიიჩნევს.

"სიტყვა "ზანგს" ნეგატიური მნიშვნელობით ყველგან იყენებენ - იტალიაშიც, საფრანგეთშიც, ინგლისშიც და ესპანეთშიც. აფრიკაშიც კი არსებობს რასიზმის თავისებური ფორმები...

ხშირად რასიზმის მიზეზი სიბრიყვეა იმ ადამიანებისა, რომლებმაც არც იციან, რაზე საუბრობენ. ამ პრობლემას უფრო მეტი ყურადღება სჭირდება. არადა, ასეთ რაღაცებზე საუბარი 2013 წელს სასაცილოა...

მინდა მომავალში უფრო მეტად ვიყო ჩართული რასიზმთან
ბრძოლაში.

ჯერჯერობით კი არაფერს წარმოვადგენ. რისთვის მიმიღწევია? ფაქტობრივად, არც არაფრისთვის. ვუყურებ პირლოსა და ბუფონს და ვსწავლობ, რას
ნიშნავს, იყო ნამდვილი ჩემპიონი.

მათ ყველაფერი მოიგეს და უდიდესი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ვარჯიშებზეც კი არ აძლევენ თავს მოდუნების უფლებას.

რატომ ავირჩიე იტალია? სერია A - ეს ფეხბურთის უნივერსიტეტია, განსაკუთრებით, ტაქტიკის კუთხით. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ჩემით დაინტერესდა "იუვენტუსი" - მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბი",
- თქვა პოგბამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული