დიეგო მილიტო ერთ თვეს იუქმებს

AutoSharing Option
უკვე გაუწყეთ, რომ "ინტერის" ვარჯიშზე დიეგო მილიტომ მორიგი ტრავმა მიიღო და გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა ფეხბურთს. 34 წლის წლის არგენტინელ ფორვარდს ექიმებმა დეტალური გამოკვლევა ჩაუტარეს და დადგინდა, რომ დიეგო მინიმუმ ერთ თვეს იუქმებს:

" იმედია, სარეაბილიტაციო პერიოდი კარგად ჩაივლის და მოედანზე სწორედ ოთხ კვირაში დავბრუნდები. ვწუხვარ, რომ ისევ დავაკლდები გუნდს და კვლავაც ტრიბუნებზე მომიწევს ჯდომა".

მოკლედ, ვალტერ მაცარის არ უმართლებს - "ინტერის" თავდასხმა ისედაც არ არის ზე-ვარსკვლავური და ვინც არის, ისინიც ტრავმებმა გატანჯეს. "ნერაძურის" დამრიგებელი კვლავაც როდრიგო პალასიოს იმედზე იქნება, თადარიგში
კი იცხაკ ბელფოდილი და მაურო იკარდი მოიაზრებიან.

"ინტერის" მესვეურები წამყვან ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივევას აპირებენ. ამ ეტაპზე, როდრიგო პალასიოს და ანდრეა რანოკიას ხელშეკრულებები დგას დღის წესრიგში. ორივე 2015 წლის ზაფხულს ხდება თავისუფალი აგენტი და თუ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, ეს ვადა 2017 წლამდე გადაიწევს.

როგორც იტალიელი ჟურნალისტები გვაუწყებენ, ახალი კონტრაქტები გაუმჯობესებული პირობებით იქნება. პალასიომ უკვე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ "ინტერთან" დიდი სიამოვნებით გააფორმებს ახალ ხელშეკრულებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ითამაშებს დიეგო მილიტო "იუვენტუსთან"?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული