სერია A
დიდი ხანი არაა, რაც სერია A-ში ვთამაშობ, მაგრამ ამ ჩემპიონატზე გარკვეული წარმოდგენა უკვე შემექმნა. უპირველესად, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ იტალიაში თამაში გაცილებით რთულია, ვიდრე ესპანეთში. მაგალითად, "რეალს" ლა ლიგაში ხშირად აქვს იოლი მატჩები, სადაც მეტოქის ერთი ხელის მოსმით დამარცხება შეგიძლია. არის თამაშები, რომელიც უფრო ვარჯიშს
არის სხვადასხვა პრობლემები, მაგალითად უხარისხო მინდვრის საფარი, მაგრამ მთლიანობაში, იტალიაში თამაში ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა. იმედი მაქვს, "ნაპოლიში" და შესაბამისად, სერია A-ში კიდევ დიდ ხანს ვიასპარეზებ.
ნაპოლი
ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ არჩევანი "ნაპოლიზე" შევაჩერე და სწორედ ამ გუნდში გადმოვბარგდი. უნდა ვაღიარო, რომ თავიდან ინგლისისკენ მიმიწევდა გული, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორებმა აზრი შემაცვლევინეს. უპირველესად იმან, რომ ნეაპოლელებმა "რეალის" ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელთან დაიწყეს მოლაპარაკება და ვიცოდი, რომ დიდი ალბათობით, გონსალო იგუაინი და რაულ ალბიოლი იტალიაში წამოვიდოდნენ. ამასთან, გუნდს ესპანელი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი ჰყავს. მოკლედ, ამ ყველაფერმა გადაწონა და ბედნიერი ვარ, რომ დღეს "ნაპოლის" ღირსებას ვიცავ.
გუნდში საოცრად კარგი ატმოსფეროა და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, საით მივდივართ და რა გვინდა. მართალია, ნეაპოლში ცხოვრება ცოტა რთულია, რადგან გულშემატკივრები ქალაქში მშვიდად სეირნობის საშუალებას არ მაძლევენ, მაგრამ მთლიანობაში, მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ.
საკუთარ თავზე...
ვერ ვიტყვი, რომ საკუთარი თამაშით უკმაყოფილო ვარ, რადგან შვიდ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა და ოთხი გოლი გავიტანე. სეზონის წინ, რაფაელ ბენიტესმა მითხრა, რომ შესანიშნავი იქნებოდა თუ ჩემპიონატში 12 გოლს გავიტანდი.
ჯერჯერობით, გეგმას გადაჭარბებით ვასრულებ და იმედია, ასეც გაგრძელდება. ამასთან, რაფამ ზუსტად ის პოზიცია შემირჩია, სადაც თამაში ყველაზე მეტად მსიამოვნებს. ფლანგზე თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში, თუნცა გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა პოზიციაზეც სიამოვნებით გავირჯები. მთავარია, აწყობილ მექანიზმში, ერთ მუშტად შეკრულ გუნდში ჩემი ადგილი მეკავოს და ჯერჯერობით, ეს ასეც ხდება.
სან პაოლო
"სტადიო სან პაოლოზე" ბევრი მსმენოდა, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ატმოსფერო სხვა არც ერთ სტადიონზე არ არის, თვით "სანტიაგო ბერნაბეუზეც" კი. დიახ, ნეაპოლში სრული საგიჟეთია და ამად არის, რომ საკუთარ არენაზე პრაქტიკულად არ ვმარცხდებით.
თუ სხვა ქალაქებში ულტრასები მხოლოდ კარის უკან სხდენან, "სან პაოლოზე" მთელი სტადიონი ულტრასებით არის სავსე. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გულშემატკივრებისთვის მიწევს თამაში - სეზონი გრძელია, წინ კიდევ უამრავი მატჩია და მსურს, ჩვენმა ტიფოზებმა მაქსიმალური სიანოვნება მიიღონ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რომელი სჯობს: ძველი თუ ახალი "ნაპოლი"?