კაკა: სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ემოციებს, რაც "სან სიროზე" ვიგრძენი [VIDEO]

AutoSharing Option
"მილანის" ნახევარმცველმა კაკამ, რომელიც "უდინეზესთან" (1:0) იტალიის ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩში შეცვლაზე შევიდა, აღნიშნა, რომ ეს დღე მისთვის განსაკუთრებული იყო.

ბოლოს კაკა "სან სიროზე" "მილანის" მაისურით 1601 დღის წინ გავიდა.

"სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ემოციებს, რაც "სან სიროზე" ვიგრძენი. ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებულია. ამ დღეს ყოველთვის სიხარულით გავიხსენებ. ახლა სათამაშო რითმში უნდა შევიდე.

ზუსტად ვერ გეტყვით ფორმაში როდის ჩავდგები, მაგრამ ქომაგი ჩემგან ბევრს ელოდება და ეს დიდი პასუხისმგებლობაა",
- თქვა კაკამ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მომზადებულია Tmw-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული