გადაწყდა - ჰონდა "მილანში" ითამაშებს

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" მესვეურებმა, როგორც იქნა, მიაღწიეს საწადელს და კეისუკე ჰონდასთან 4.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

27 წლის იაპონელი ნახევარმცველის გადაბირებას იტალიელები გასულ ზაფხულსაც ცდილობდნენ, მაგრამ მაშინ მოსკოვის ცსკა-ს მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდა არ ისურვეს. ადრიანო გალიანიმ განაწყენებული გულშემატკივრები დაამშვიდა და აღნიშნა, რომ ჰონდას იანვარში სრულიად უფასოდ დაიმატებდნენ - საქმე იმაშია, რომ კეისუკეს ცსკა-სთან კონტრაქტის ვადა უმთავრდება და დეკემბრის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება. როგორც ჩანს, გალიანის გეგმამ გაამართლა და 2014 წლიდან ჰონდა "როსონერის" ღირსებას დაიცავს.

აღნიშნული ინფორმაცია "მილანის"
ვიცე-პრეზიდენტმა, პრაქტიკულად, დაადასტურა: "ითამაშებს თუ არა ჰონდა "მილანში"? - მე ჯერ კიდევ ზაფხულში დაგპირდით, რომ კეისუკე ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს. დეტალების დაკონკრეტების დრო ჯერ არ არის, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი კარგადაა. გაფორმდა თუ არა კონტრაქტი? - ცოტა დავიცადოთ და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მილანი" 10-იანს კეისუკე ჰონდას უნახავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული