როგორც ჩანს, საქმე ისე სერიოზულად იყო, რომ "იუვეს" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად უარყო ინფორმაცია: "კონტეს კლუბთან 2015 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი. ჩვენ მასთან ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს, მისი მუშაობით კი აბსოლუტურად კმაყოფილები ვართ. ინფორმაცია, რასაც პრესიდან იგებთ, საფუძველს მოკლებულია. პრანდელი "იუვეში" არ მოდის",
ამასთან, მაროტამ კომენტარი გააკეთა გუნდის კაპიტან ჯანლუიჯი ბუფონზეც - 35 წლის გოლკიპერმა ბოლო კვირაში რამდენიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა.
"ჯიჯი გუნდის ლიდერია მოედანზეც და გასახდელში, ის არის "იუვეს" და იტალიის ნაკრების კაპიტანი. ყველა მწვრთნელის საყვარელი ფეხბურთელი. შეცდომები? შეცდომები ხდება ხოლმე. ამასთან, ჯიჯი "იუვეს" პატრიოტია - მას საზღვარგარეთ 2-ჯერ მეტ ხელფასს სთავაზობდნენ თავის დროზე, მაგრამ არ მიგვატოვა. და ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ ამ შეცდომებში მივატოვებთ ბუფონს?"
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"