მოკლედ, "ვიოლამ" კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა, "როსონერი" კი სულ წავიდა ხელიდან...
ლოგიკური შედეგი "სან სიროზე"
"მილანი" ღრმა კრიზისშია, რაც "სან სიროზე" გამართულმა მატჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ყველა კრიზისს აქვს თავისი დასასრული და ადრე თუ გვიან, "მილანიც" დაადგება აღმავლობის გზას, მაგრამ ვეჭვობთ, რომ მიმდინარე სეზონის გადარჩენა უკვე შეუძლებელია.
მასიმილიანო ალეგრის გუნდი ძალიან ჩამორჩა ლიდერებს და ამ სხვაობის აღმოფხვრა
"მილანს" "ფიორენტინა" ესტუმრა და ორი უპასუხო გოლიც გაუტანა მეტოქეს. პირველი ხუან ვარგასის ანგარიშზეა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა შეასრულა და რეკოშეტის დახმარებით, ბურთი ბადეში გაახვია; მეორე გოლი ბორხა ვალერომ მიითვალა აქტივში, რომელმაც დამატებაზე ითამაშა კარგად და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მილანელებს ჰქონდათ გატანის შანსი, მაგრამ ბოლო ფაზაში ვერ ივარგეს.
აღსანიშნავია, რომ "სან სიროზე" ძალიან თბილად მიიღეს მასიმო ამბროზინი, რომელიც "ფიორენტინაში" გადასვლამდე სწორედ "მილანის" კაპიტანი იყო. მასიმომ ტრავმა მიიღო და პირველივე ტაიმში შესაცვლელი გახდა, მოედანი კი მქუხარე ტაშის ფონზე დატოვა.
სამაგიეროდ, მილანელმა ტიფოზებმა საკუთარ გუნდს მოუწყვეს ობსტრუქცია და ფეხბურთელები სტვენით გააცილეს მოედნიდან. ნამატჩევს, ვინჩენცო მონტელა უაღრესად კმაყოფილი იყო, მასიმილიანო ალეგრის კი დანა პირს არ უხსნიდა.
მონტელას თქმით, "ფიორენტინა" მთელი შეხვედრის განმავლობაში აკონტროლებდა მოედანს და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა. ალეგრიმ ბედს შესჩივლა, ფატალურად არ გვიმართლებსო და იქვე დაამატა: ასეთი მძიმე პერიოდი "მილანში" სამწლიანი მუშაობის პერიოდში ჯერ არ მქონიაო.
ლიდერის მდევრები
"იუვენტუსი" და "ნაპოლი" ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს მოდუნების საშუალებას არ აძლევენ. ტურინელები და ნეაპოლელები წყვილად იგებენ მატჩებს და "რომას" კუდზე ასხედან.
"იუვენტუსი" "პარმას" ესტუმრა და პოლ პოგბას მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო. ეს ამბავი მატჩის დასრულებამდე თხუთმეტიოდე წუთით ადრე მოხდა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "იუვე" გადარჩა ქულების დაკარგვას.
ერთი კია, "ვეკია სენიორა" მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და გატანა ჯერ კიდევ პირველ ტაიმში არაერთხელ შეეძლო. ანტონიო კონტემ ძირითად შემადგენლობაში კარლოს ტევესის და სებასტიან ჯოვინკოს ტანდემი გაამწესა, თუმცა მეორე ნახევარში ორივე შეცვალა - ორი ტანდაბალი და ტექნიკური ფორვარდის წყვილმა დიდად ვერ გაამართლა, თუმცა სებას და კარლიტოსს ჰქონდათ თავის გამოჩენის არაერთი შანსი.
მთლიანობაში, "იუვემ" დამსახურებულად მოიგო მიჯრით მესამე შეხვედრა.
"ნაპოლიმ" "კატანიას" უმასპინძლა, სტარტზევე გაუტანა ორი გოლი და მართალია, შემდეგ ერთი გაუშვა, მაინც განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გაიმარჯვა.
ნეაპოლელებს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ და გონსალო იგუაინს რომ მეტი სიზუსტე გამოეჩინა დამაგვირგვინებელ ფაზაში, ანგარიში გამანადგურებელი იქნებოდა.
როგორც ნამატჩევს რაფაელ ბენიტესმა განაცხადა, მისი გუნდი შესაძლებლობების 80%-ს ავლენს, ფორმის პიკზე კი ფეხბურთელები სეზონის მეორე ნახევრიდან გავლენ. ვნახოთ, გამართლდება თუ არა ესპანელი სპეციალისტის პროგნოზი.
"ინტერი" და "ვერონა" იგებენ
"ინტერს", წესით, რთული გასვლა უნდა ჰქონოდა უდინეში, მაგრამ ბევრისთვის მოულოდნელად, იოლად გაიმარჯვა. მილანელებმა მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი მიართვეს და ამდენივე ქულა ჩაიწერეს აქტივში.
კიდევ ერთხელ გაიბრწყინა როდრიგო პალასიომ, ერთი გოლი შეაგდო და სტუმართა თითქმის ყველა სახიფათო იერიშში მონაწილეობდა.
ვალტერ მაცარის გუნდმა სწრაფი და კომბინაციური ფეხბურთი ითამაშა, რასაც უდინელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს. "ინტერი" ცდილობს, ძალიან არ ჩამორჩეს ლიდერთა სამეულს და ვნახოთ, რამდენად გამოუვა ეს საქმე.
თავისი როდრიგო პალასიო "ვერონასაც" ჰყავს და ეს ფეხბურთელი ლუკა ტონია. ვეტერანმა ფორვარდმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და "ვერონას" "კალიარისთან" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა.
თუ "ინტერისგან" ცხრილის ზედა ნაწილში ყოფნა არ გვიკვირს, ვენეტოელთა ასეთი წარმატებული ასპარეზობა მართლაც მოულოდნელია. "ვერონა" ის გუნდია, რომელმაც სეზონის წინ ელიტაში ადგილის შენარჩუნება დაისახა მიზნად და ჩემპიონატის დაწყებიდან თერთმეტი ტურის შემდეგ ევროტურნირებს უმიზნებს.
საოცარი მატჩი გაიმართა გენუაში, სადაც "სამპდორიამ" "სასუოლოს" უმასპინძლა და ჰოკეის ანგარიშით დამარცხდა, 3:4.
პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, მეორეში კი ყველაფერი თავდაყირა დადგა. ამაში ლომის წილი მსაჯსაც მიუძღვის, რომელსაც "სამპდორია" აშკარად შემოეჩაგრა - გენუელებმა მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლულმა ითამაშეს და ამასთან, მათ კარში ორი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა.
გულშემატკივრებმა არბიტრებს ობსტრუქცია მოუწყვეს, მაგრამ ამით წახდენილ საქმეს რაღას უშველიდნენ.
იტალია. სერია A. XI ტური
პარმა-იუვენტუსი 0:1
გოლი: 0:1 პოგბა (77).
პარმა (3-5-2): მირანტე - კასანი, ლუკარელი, მენდესი (69. ფელიპე) - ბიაბიანი, პაროლო, გარგანო (83. სანსონე), მარკიონი (87. ობი), გობი - კასანო, ამაური.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ოგბონა, კიელინი - პადოინი, ვიდალი, პოგბა (62. პირლო), მარკიზიო, ასამოა - ტევესი (76. კვალიარელა), ჯოვინკო (77. ლორენტე).
გაფრთხილება: მენდესი, გობი - პადოინი, მარკიზიო, ჯოვინკო, ლორენტე.
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 5-9 (1-5); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 28 000
მილანი-ფიორენტინა 0:2
გოლები: 0:1 ვარგასი (27), 0:2 ბორხა ვალერო (73).
მილანი (4-3-3): გაბრიელი - აბატე, ძაკარდო, საპატა, კონსტანტი - მუნტარი (69. საპონარა), მონტოლივო, დე იონგი - ბირსა (57. ნიანგი), კაკა, ბალოტელი.
ფიორენტინა (4-3-1-2): ნეტო - ტომოვიჩი, გონსალო, სავიჩი, პასკუალი - ამბროზინი (34. ვეჩინო), აკვილანი, ვარგასი - ბორხა ვალერო - მატოსი (90. ოლივერა), როსი (69. ხოაკინი).
გაფრთხილება: ბალოტელი - აკვილანი, მატოსი.
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 10-18; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 9-4 (1-2); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 55 000
ნაპოლი-კატანია 2:1
გოლები: 1:0 კალეხონი (15), 2:0 ჰამშიკი (20), 2:1 კასტრო (25).
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მესტო (7. უვინი), ალბიოლი, ფერნანდესი, არმერო - ჯემაილი, ბერამი - ჰამშიკი, კალეხონი, ინსინიე (90. მერტენსი) - იგუაინი (79. საპატა).
კატანია (4-5-1): ანდუხარი - ალვარესი (83. როლინი), ლეგროტალიე, გიომბერი, კაპუანო - კასტრო, ისკო (71. პეტკოვიჩი), ალმირონი, პანაიოტისი, ბირაგი (90. კეკო) - ლოპესი.
კუთხური: 12-0; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 17-8 (8-2); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 50 000
ლივორნო-ატალანტა 1:0
გოლი: 1:0 პაულინიო (11).
ლივორნო (3-5-2): ბარდი - ჩეკერინი, რინაუდო, კოდა - მბაიე, გრეკო (78. დუნკანი), ლუჩი, ემერსონი, ჯემიტი (61. პიჩინი) - პაულინიო, სილიგარდი (70. ემეგარა).
ატალანტა (3-4-1-2): კონსილი - კანინი, სკალონი, მილიაჩო - დელ გროსო (62. დე ლუკა), რაიმონდი, კარმონა, ჩიგარინი - მორალესი (85. მარილუნგო) - ლივაია (39. ბაზელი), დენისი.
გაფრთხილება: კოდა, რინაუდო, გრეკო, დუნკანი - რაიმონდი, ჩიგარინი, მორალესი.
გაძევება: კარმონა (34. ატალანტა).
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 13-4 (6-1); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 14 000
ვერონა-კალიარი 2:1
გოლები: 1:0 ტონი (8), 2:0 იანკოვიჩი (57), 2:1 კონტი (90).
ვერონა (4-3-3): რაფაელი - კაჩატორე, გონსალესი, მაიეტა, აგოსტინი - ფრელო, რომულო, ალფრედსონი (72. სალა) - იტურბე (88. ლონგო), ტონი, იანკოვიჩი (61. დონატი).
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - როსეტინი (80. პიზანო), არიაუდო, ასტორი, აველარი - კონტი, დესენა, ნაინგოლანი - კაბრერა (57. იბრაიმი) - საუ (46. იბარბო), ნენე.
გაფრთხილება: კონტი, ნენე, იბარბო (კალიარი).
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 20-7; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 5-14 (4-3); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 25 000
ლაციო-ჯენოა 0:2
გოლები: 0:1 კუჩკა (60), 0:2 ჯილარდინო (71-პენ.).
ლაციო (4-5-1): მარკეტი - კავანდა, სიანი, რადუ, პერეირინია - გონსალესი (61. პერეა), ლედესმა (73. კეიტა), ონაზი, ანდერსონი (73. ედერსონი), კანდრევა - კლოზე.
ჯენოა (3-5-2): პერინი - ანტონინი, პორტანოვა, მანფრედინი - კუჩკა (69. დე მაიო), ბიონდინი, მათუზალემი, კოფიე, მარკეზე (90. ფელტფატციდისი) - ანტონელი, ჯილარდინო (77. კონატე).
გაფრთხილება: სიანი, ლედესმა - მათუზალემი.
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 12-6 (4-3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 35 000
სამპდორია-სასუოლო 3:4
გოლები: 1:0 პოცი (19), 1:1 ბერარდი (49), 1:2 ბერარდი (52-პენ.), 1:3 ფლორო ფლორესი (63), 2:3 ედერი (65), 3:3 დე სილვესტრი (81), 3:4 ბერარდი (88-პენ.).
სამპდორია (3-5-2): და კოსტა - მუსტაფი, გასტალდელო, კოსტა - დე სილვესტრი, ობიანგი, გავაცი (78. ვიზოლეკი), კრსტიჩიჩი (66. სორიანო), გენცოღლუ - ედერი, პოცი (74. პეტანია).
სასუოლო (3-4-3): პეგოლო - ანტეი, აჩერბი, ბიანკო - გაცოლა (86. ფარიასი), მარონე, მანიანელი, ლონგი - ბერარდი, ფლორო ფლორესი (74. ალექსე), მაზუჩი (64. მისიროლი).
გაფრთხილება: გასტალდელო - ანტეი, ბერარდი.
გაძევება: კოსტა (51. სამპდორია).
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 10-15(6-11); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 20 000
უდინეზე-ინტერი 0:3
გოლები: 0:1 პალასიო (25), 0:2 რანოკია (29), 0:3 ალვარესი (90).
უდინეზე (3-5-1-1): ბრკიჩი - ნალდო, დანილო, დომიცი - გაბრიელ სილვა, ვიდმერი, ალანი, ბადუ, პერეირა (70. ფერნანდესი) - მურიელი (70. ლოპესი) - დი ნატალე (57. რანიჯი).
ინტერი (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - რანოკია (80. ანდრეოლი), სამუელი (37. როლანდო), ჟუან ჟესუსი - ჯონატანი (68. პერეირა), ტაიდერი, კამბიასო, ალვარესი, ნაგატომო - გუარინი - პალასიო.
გაფრთხილება: რანოკია, ჟუან ჟესუსი, პერეირა (ინტერი).
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 8-10 (3-5); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 20 000
ტორინო-რომა 1:1
გოლები: 0:1 სტროტმანი (28), 1:1 ჩერჩი (63).
ტორინო (4-3-3): პადელი - გლიკი, დარმიანი, მორეტი, დამბროზიო - ბაშა, გაცი, ელ ქადური (74. ბელომო) - მეჯორინი, ჩერჩი (90. მაქსიმოვიჩი), ბარეტო (59. იმობილე).
რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი, ბურდისო, ბენატია (73. მარკინიო), ბალცარეტი - ბრედლი, დე როსი, სტროტმანი - ფლორენცი (88. დოდო), პიანიჩი, ბორიელო (67. ლიაიჩი).
გაფრთხილება: დამბროზიო, ბაშა - მაიკონი, ბენატია, ბრედლი.
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 9-10(5-3); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 22 000
4 ნოემბერი
ბოლონია-კიევო (23.45)
ბომბარდირები: 9 - როსი (ფიორენტინა); 8 - ჩერჩი (ტორინო), 7 - პალასიო (ინტერი).
მომდევნო ტური
9 ნოემბერი:
კატანია-უდინეზე, ინტერი-ლივორნო;
10 ნოემბერი:
ჯენოა-ვერონა, ატალანტა-ბოლონია, კალიარი-ტორინო, კიევო-მილანი, პარმა-ლაციო, რომა-სასუოლო, ფიორენტინა-სამპდორია, იუვენტუსი-ნაპოლი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"