ფრანჩესკო ტოტის მოედანზე დაბრუნება შესაძლოა გაჭიანურდეს

AutoSharing Option
"რომას" კაპიტნის, ფრანჩესკო ტოტის მოედანზე დაბრუნება შესაძლოა გაჭიანურდეს.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანმა ფეხბურთელმა ტრავმა "ნაპოლისთან" (2:0) შეხვედრაში მიიღო.

ადრე ვრცელდებოდა ცნობა, რომ ტოტი მოედანს 8-15 დეკემბერს დაუბრუნდებოდა. ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი, შესაძლოა, "რომას" კაპიტანი გუნდს ახალი წლის შემდეგ დაეხმაროს.

მიმდინარე სეზონში ტოტიმ სერია "ა"-ში 8 მატჩი ითამაშა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მომზადებულია Corriere dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული