იტალიის ნაკრები: კრიშიტო "აძურაში" დააბრუნეს

AutoSharing Option
15 და 18 ნოემბერს იტალიის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩებს გამართავს. ჩეზარე პრანდელის შეგირდები ჯერ გერმანიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ "სან სიროზე", შემდეგ კი ლონდონში გადაფრინდებიან და "ფულჰემის" საშინაო არენაზე ნიგერიას დაუპირისპირდებიან.

პრანდელიმ იმ ფეხბურთელთა გვარები დაასახელა, რომლებსაც ამ პაექრობებში დაეყრდნობა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნაკრებს დაუბრუნდა დომენიკო კრიშიტო, რომელიც სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" ასპარეზობს.

"აძურაში" მარკო პაროლოსთვისაც გამოინახა ადგილი, რომელიც "პარმაში" შესანიშნავად ირჯება. პაროლო ცენტრალური ნახევარმცველია და მიმდინარე სეზონში უკვე 5 გოლი აქვს გატანილი - მარკო აქამდე მხოლოდ ერთხელ გამოიძახეს ეროვნულ გუნდში. ეს ამბავი
2011 წელს მოხდა, მაგრამ თამაშის საშუალება არ მისცემია. სხვა მხრივ, პრანდელის სიაში ნაცნობი გვარები მოხვდნენ და აღსანიშნავი ბევრი არაფერია...

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), ფედერიკო მარკეტი (ლაციო), სალვატორე სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი).

მცველები: ინაციო აბატე (მილანი), ანდრეა ბარცალი (იუვენტუსი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), დომენიკო კრიშიტო (ზენიტი, რუსეთი), კრისტიან მაჯო (ნაპოლი), ანჯელო ოგბონა (იუვენტუსი), მანუელ პასკუალი (ფიორენტინა), ანდრეა რანოკია (ინტერი).

ნახევარმცველები: ანტონიო კანდრევა (ლაციო), დანიელე დე როსი (რომა), ალესანდრო დიამანტი (ბოლონია), ალესანდრო ფლორენცი (რომა), ემანუელე ჯაკერინი (სანდერლენდი, ინგლისი), კლაუდიო მარკიზიო (იუვენტუსი), რიკარდო მონტოლივო (მილანი), ტიაგო მოტა (პსჟ, საფრანგეთი), მარკო პაროლო (პარმა), ანდრეა პირლო (იუვენტუსი), ანდრეა პოლი (მილანი).

თავდამსხმელები: მარიო ბალოტელი (მილანი), ალესიო ჩერჩი (ტორინო), ალბერტო ჯილარდინო (ჯენოა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), პაბლო დანიელ ოსვალდო (საუთჰემპტონი, ინგლისი), ჯუზეპე როსი (ფიორენტინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩეზარე პრანდელი ანტონიო კონტეს შეცვლის?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული