ვიდალის ტრავმა
"ნაპოლისთან" შეხვედრაში არტურო ვიდალმა ტრავმა მიიღო და როგორც ექიმები აცხადებენ, მინიმუმ ერთი კვირის გაცდენა მოუწევს. თუმცა დეტალური გამოკვლევა ჯერ კიდევ ჩასატარებელია და შეიძლება უფრო მძიმე სურათიც მივიღოთ. სწორედ ეს დეტალური გამოკვლევა აშინებს
"არტურო გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და იმედი მაქვს, დიდი ხნით არ დაგვაკლდება. გამოკვლევას ველოდებით და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. სანაკრებო მატჩების დრო დადგა და კარგი იქნება, თუ ვიდალი ამ პერიოდში სრულად გამოჯანმრთელდება".
ულტრასების დისკვალიფიკაცია
"იუვენტუსი"-"ნაპოლის" დაპირისპირება მეტად მძიმე გამოდგა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რადგან ტურინის ქუჩებში შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. ამასთან, ტრიბუნებზეც დაძაბული ვითარება იყო, რაც მეტწილად, სწორედ მასპინძელთა ტიფოზების, განსაკუთრებით კი, ულტრასების ბრალი იყო.
მთელი შეხვედრის განმავლობაში "იუვეს" გულშემატკივრები ნეაპოლის რეგიონის დისკრიმინაციას ეწეოდნენ და ნეაპოლიტანელებს შეურაცხყოფდნენ.
სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა აღნიშნული საკითხი და განაჩენიც გამოიტანა - "იუვენტუსის" მომდევნო საშინაო მატჩზე ულტრასებისთვის განკუთვნილი ჩრდილოეთ და სამხრეთ ტრიბუნები ცარიელი იქნება; სამხრეთ ტრიბუნა, ანუ "კურვა სუდ"-ი ორი შეხვედრით არის დისკვალიფიცირებული. აქვე ვთქვათ, რომ მომდევნო საშინაო მატჩს "ვეკია სენიორა" "უდინეზესთან" გამართავს, შემდეგ კი "სასუოლოს" უმასპინძლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XII ტურის შეჯამება და სიმბოლური: კონტე - ჩვენს ადგილზე ვბრუნდებით!