როგორც "რაი სპორტი" იუწყება, სეზონის პირველ ეტაპზე მიღწეული წარმატებები საკმარისი საბაბი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კლუბის მფლობელებს გრანდიოზული გეგმები დაესახათ... "რაი სპორტის" მტკიცებით, "რომას" მფლობელმა ტომას დი ბენედეტომ და პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ საქმიანი შეხვედრა გამართეს მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიასთან და იმ ფეხბურთელების სია შეადგინეს, რომელთა გადაბირებაზეც ამ ზამთარს იმუშავებენ. თურმე, დი ბენედეტო და პალოტა გარსიას სურვილების ასრულებას დაპირდნენ.
ამ
რომაელებს 24 წლის ხავიერ პასტორეს გადაბირებაც სურთ, რომელიც პსჟ-ში სათამაშო დროის დეფიციტს განიცდის და ისეთი მონსტრების ჩრდილშია მოქცეული, როგორებიც ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ედინსონ კავანი და ესეკილ ლავეცი არიან. წესით, პასტორე არ უნდა იყოს იტალიაში დაბრუნების წინააღმდეგი და მით უმეტეს მაშინ, როდესაც ასეთი ამბიციური გუნდი ეპატიჟება.
თუ "კორიერეს" დავუჯერებთ, რომაელთა შედგენილ სიაში შემდეგ გვარებსაც ამოიკითხავთ: ფაბიო კვალიარელა (იუვენტუსი), სალომონ კალუ (ლილი, საფრანგეთი), ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი, საფრანგეთი), დარიო ცვიტანიჩი (ნიცა, საფრანგეთი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"კალჩოში" სიახლეების ქარი ქრის