ამ უქმეებზე გრანდთა ჯახს ვერ ვიხილავთ და მთავარი ინტრიგა იმაში მდგომარეობს, ვის დაუცდება ფეხი და ვინ მოიპოვებს დაგეგმილ სამ ქულას.
დანარჩენზე ქვემოთ...
ვერონული დერბი, მილანი და ნაპოლი
ტური ვერონული დერბით გაიხსნება, რომელიც აპენინებზე დიდ ინტერესს იწვევს. "ვერონას" და "კიევოს" დაპირისპირება დიდი ხანია არ გვინახავს, რადგან გაცილებით უფრო ტიტულოვანი და სახელიანი გუნდი, "ვერონა" წლების განმავლობაში სერია B-ში ყურყუტებდა.
სამაგიეროდ, "კიევომ" დაიმკვიდრა ელიტაში ადგილი და გარკვეულ წარტმატებებსაც მიაღწია. თუმცა,
"ვერონა" თავიდანვე შეუტევს, მთავარი იმედები კი ახალგაზრდა ხუან იტურბესა და ვეტერან ლუკა ტონიზეა დამყარებული. "კიევოს" სერჯო პელისიერი ჰყავს ტრავმირებული, რაც გუნდის შემტევ პოტენციალს კიდევ უფრო ასუსტებს.
ვერონული ჯახი ყველაზე ცხელი დერბების რიცხვს არ მიეკუთვნება, მაგრამ სტადიონზე რომ განსაკუთრებული ატმოსფერო იქნება, ეს ცხადია.
შაბათს კიდევ ორი მატჩი გაიმართება: "მილანი" "ჯენოას" უმასპინძლებს, "ნაპოლი" კი "პარმას".
"როსონერის" მწვრთნელ-ფეხბურთელები ამბობენ, რომ სანაკრებო პაუზამ გუნდს დიდი დახმარება გაუწია - ვნახოთ, ეს "ჯენოასთან" მატჩში უნდა გამოჩნდეს, არადა, გენუელებმა ჯამპიერო გასპერინის ხელში მკვეთრად მოუმატეს და არც "სან სიროზე" აპირებენ იოლად დანებებას.
მასიმილიანო ალეგრი 4-3-1-2 ტაქტიკას აირჩევს, რიკარდო კაკა გამთამაშებელი იქნება, რობინიო და მარიო ბალოტელი კი შეტევის წინა ხაზზე იმოქმედებენ. "მილანს" მოგება ჰაერივით სჭირდება, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.
თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, "ნაპოლი" "პარმას" ოპტიმალური შემადგენლობით დაუპირისპირდება და ამჯერად, რაფაელ ბენიტესი ყოველგვარ ექსპერიმენტს მოერიდება. გონსალო იგუაინი თავდასხმაში, მარეკ ჰამშიკი, ლორენცო ინსინიე და ხოსე კალეხონი უკნიდან, ვალონ ბერამი და გეკჰან ინლერი კი საყრდენ ხაზზე. მოკლედ, "ნაპოლი" თავიდანვე მიიტანს იერიშს მეტოქის კარზე და ვნახოთ, რამდენად გაუძლებენ ემილიელები...
რთული გასვლები
"იუვენტუსი" "ლივორნოს" ესტუმრება, "ლაციო" "სამპდორიას", "ინტერი" "ბოლონიას", ხოლო "ფიორენტინა" "უდინეზეს". ერთი სიტყვით, კვირას ფავორიტებს გასვლითი მატჩები აქვთ, იტალიაში კი სტუმრად მოგება ყოველთვის რთულია.
"ვეკია სენიორას" მირკო ვუჩინიჩი უბრუნდება და თუ "გაძეტას" დავუჯერებთ, კარლოს ტევესს სწორედ ის შეუწყვილდება თავდასხმაში.
"ლაციოს" კვლავ დავაშებული ჰყავს მიროსლავ კლოზე და გუნდის მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ პეტკოვიჩიც გაუთავებელ ექსპერიმენტებს ატარებს - იტალიელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ამჯერად, რომაული გუნდი 3-4-3 სქემით ითამაშებს, რაც ავანტიურას ჰგავს.
აღსანიშნავია, რომ "სამდორიას" მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ექნება სინიშა მიხაილოვიჩს.
"ინტერი" ისევ როდრიგო პალასიოს იმედზეა, რომელსაც უკნიდან ფრედი გუარინი დაეხმარება. სათადარიგოებში მოიაზრება მარადმწვანე ხავიერ ძანეტი, რომელმაც პრესასთან მოულოდნელი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ვალტერ მაცარის "ინტერში" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება გაუჭირდება.
"ფიორენტინას" იოსიპ ილიჩიჩი უბრუნდება და სავარაუდოდ, მეორე ტაიმში ჩაერთვება თამაშში - ფლორენციული გუნდი ჯუზეპე როსით, ხოაკინ სანჩესით და ხუან კუადრადოთი შეუტევს.
ვინჩენცო მონტელამ შეგირდებს ენთუზიაზმი შეუქო, ჯუზეპე როსის კი სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.
ბოლოს, ორიოდე სიტყვა ჩემპიონატის ლიდერზეც ვთქვათ. "რომა" ორშაბათს ითამაშებს და "სტადიო ოლიმპიკოზე" "კალიარის" დაუხვდება. მიჯრით ორი ფრის შემდეგ, ბევრი დედაქალაქელთა კრიზისზე ალაპარაკდა და საინტერესოა, რას ისაუბრებენ ორშაბათის ჯახის შემდეგ...
რუდი გარსიას ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაუბრუნდა - ერთი ჟერვინიო გახლავთ, ხოლო მეორე ლეანდრო კასტანი; წესით, რომაელებმა დაცვა უნდა გაამყარონ და შეტევა გააძლიერონ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.
იტალია. სერია A. XIII ტური
23 ნოემბერი
ვერონა-კიევო 21.00
დისკვალიფიკაცია: პელისიერი (კიევო).
ტრავმა: კალელო, კლეიტონი, ბენტივოლიო (კიევო).
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +2=1-3, (8-8)
მილანი-ჯენოა 23.45
დისკვალიფიკაცია: მონტოლივი (მილანი).
ტრავმა: პაცინი, ელ შაარავი, სილვესტრი, დე შილიო, ამელია, ნოჩერინო, ზაკარდო - გამბერინი, ზე ედუარდო, კუჩკა.
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 4-1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +10=4-2, (22-8)
ნაპოლი-პარმა 23.45
დისკვალიფიკაცია: როსი (პარმა).
ტრავმა: ცუნიგა, მესტო - პავარინი, ოკაკა, გალოპა.
ბოლო 6 შეხვედრა
4-0-2 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +12=3-9, (33-36)
24 ნოემბერი
ლივორნო-იუვენტუსი 18.00
დისკვალიფიკაცია: დე ლუჩა - ბონუჩი, ოგბონა.
ტრავმა: ბოტა, ბიაჯანტი - ბარცალი, ლიხტშტაინერი, პეპე, ისლა.
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 5-0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +0=2-6, (8-23)
სამპდორია-ლაციო 18.00
დისკვალიფიკაცია: ედერი - მაური.
ტრავმა: სალამონი, სანსონე, კასტელინი, ბანილა, როდრიგესი, მარესკა - ბიავა, ალფარო, კლოზე.
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +8=6-17, (35-50)
სასუოლო-ატალანტა 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: ტერანოვა - რაიმონდი, სკალონი, იეპესი, ჯორჯი, ლუკინი, ბონავენტურა, ნიკა.
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0=0-3, (0-6)
ტორინო-კატანია 18.00
დისკვალიფიკაცია: ჟილე (ტორინო).
ტრავმა: ფარნერუდი, როდრიგესი, ლარონდო, პასკუალე - კაბალჩეტა, პლაშილი, ბელუში, მონძონი, ბოატენგი, ბარიენტოსი, ბერგესიო.
ბოლო 6 შეხვედრა
0-4-2 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +6=5-3, (17-15)
უდინეზე-ფიორენტინა 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: მაიკოსუელი, რანიჯი - გომესი, აგაცი, ბაკიჩი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-0-4 4-1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +11=6-16, (44-54)
ბოლონია-ინტერი 23.45
დისკვალიფიკაცია: რანოკია (ინტერი).
ტრავმა: კერუბინი, ნატალი, მანტოვანი, სტოიანოვიჩი, ხიმენესი - კივუ, იკარდი, მილიტო, მარიგა, სამუელი, კუზმანოვიჩი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +7=4-20, (36-59)
25 ნოემბერი
რომა-კალიარი 23.45
დისკვალიფიკაცია: ნაინგოლანი (კალიარი).
ტრავმა: დესტრო, ტოტი - პერიკო, აგაცი.
ბოლო 6 შეხვედრა
4-2-0 2-0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +13=8-9, (57-47)
ბომბარდირები:
11 - როსი (ფიორენტინა); 8 - ჩერჩი (ტორინო); 7 - პალასიო (ინტერი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"