იტალია. სერია A. XIV ტურის წინ: გაჭირვებულთა ჯახი "ოლიმპიკოზე"

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მე-14 ტური სამ დღეზეა გაწერილი და არაერთ საინტერესო მატჩს გვპირდება. ყველაზე გამოსარჩევი პაექრობა ალბათ მაინც რომში შედგება, სადაც "ლაციო" "ნაპოლის" უმასპინძლებს.

დედაქალაქელებს მიროსლავ კლოზე კვლავაც ტრავმირებული ჰყავთ და ვლადიმირ პეტკოვიჩიც განაგრძობს ექსპერიმენტებს. "ლაციოს" არ უდგას კარგი დროება, მაგრამ ბოლოხანს, წარმატებებით ვერც ნეაპოლელები დაიკვეხნიან. რაფაელ ბენიტესის გუნდმა სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე ერთად, მიჯრით სამი შეხვედრა წააგო, რაც სახუმარო ამბავი არაა.

მოკლედ, გამარჯვება და გულშემატკივართა თვალში რეაბილიტირება ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდება.

"იუვენტუსი" "უდინეზეს" ლიდერის რანგში უმასპინძლებს და
ბუნებრივია, სამი ქულის მოპოვებას შეეცდება. როგორც იქნა, ტურინელებმა ჩემპიონთა ლიგაზეც იძალეს და ფრიულელებს კარგ ხასიათზე დაუხვდებიან. ანტონიო კონტე წესით, ისევ კარლოს ტევესი-ფერნანდო ლორენტეს ტანდემს უნდა დაეყრდნოს და დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

"მილანს" გლაზგოში გამარჯვება ძვირად დაუჯდა, რადგან რობინიომ და ინაციო აბატემ ტრავები მიიღეს - პირველი ერთ თვეს იუქმებს, მეორეს კი ჯერ გამოკვლევები უტარდება. წესით, რამდენიმე კვირა აბატესაც უნდა გაუცდეს.

საკადრო პრობლემებით დამძიმებული "მილანი" "კატანიას’ სტუმრობს და თუ ჯერ კიდევ სურს ლიდერთა მარაქაში გარევა, აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს.

სატურნირო ცხრილის მეზობლები: "ფიორენტინა" და "ვერონა" ერთმანეთს ფლორენციაში შეეჭიდებიან - მასპინძლებს ისევ არ ეყოლებათ მარიო გომესი, რაც თვით ვინჩენცო მონტელას თქმით, უდიდესი დანაკლისია.

"ინტერი" "სამპდორიას" უმასპინძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სინიშა მიხაილოვიჩს "ჯუზეპე მეაცაზე" მოუწევს დაბრუნება. ვალტერ მაცარის თქმით, დროა მისი გუნდი ქულების განიავებას მოეშვას - აღდგომა და ხვალეო...

იტალია. სერია A. XIV ტური

30 ნოემბერი
პარმა-ბოლონია 21.00
დისკვალიფიკაცია: როზი, გარგანო (პარმა).
ტრავმა: პავარინი, ოკაკა, გალოპა - კერუბინი, ხიმენესი, კრისტალდო.
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +9=9-10, (25-26)

ჯენოა-ტორინო 23.45
დისკვალიფიკაცია: მანფრედინი - ჟილე, დამბროზიო.
ტრავმა: ედუარდო, კუჩკა - როდრიგესი, ლარონდო.
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +7=8-5, (23-20)

1 დეკემბერი
კატანია-მილანი 15.30
დისკვალიფიკაცია: საპატა (მილანი).
ტრავმა: ისკო, ალმირონი, ბელუში, ბერგესიო - პაცინი, დე შილიო, ამელია, ძაკარდო, მუნტარი, მექსე, რობინიო, აბატე.
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +1=7-8, (13-30)

ატალანტა-რომა 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: რაიმონდი, იეპესი, დე ლუკა, ჯორჯი, ნიცა, ბელინი, სკალონი, სტენდარდო - ტიტი, ბალცარეტი, ტოროსიდისი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 3-3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +8=2-19, (31-49)

კალიარი-სასუოლო 18.00
დისკვალიფიკაცია: პინილია - ფლორო ფლორესი, ანტეი.
ტრავმა: ტერანოვა (სასუოლო).
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0=0-0, (0-0)

კიევო-ლივორნო 18.00
დისკვალიფიკაცია: პელისიერი - დე ლუჩა, ლუჩი.
ტრავმა: კალელო, კლეიტონი, ბენტივოლიო - ბოტა.
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +8=1-0, (14-3)

ინტერი-სამპდორია 18.00
დისკვალიფიკაცია: კრსტიჩიჩი (სამპდორია).
ტრავმა: კივუ, იკარდი, მილიტო, მარიგა, სამუელი, კუზმანოვიჩი, ნაგატომო - ბერარდი, სალამონი.
ბოლო 6 შეხვედრა
3-3-0 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +16=12-6, (50-33)

იუვენტუსი-უდინეზე 21.30
დისკვალიფიკაცია: ასამოა (იუვენტუსი).
ტრავმა: ლიხტშტაინერი, პეპე, ჯოვინკო, ბარცალი - მაიკოსუელი, რანიჯი, მურიელი.
ბოლო 6 შეხვედრა
5-0-1 2-0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +24=5-7, (63-28)

2 დეკემბერი
ლაციო-ნაპოლი 00.00
დისკვალიფიკაცია: მაური (ლაციო).
ტრავმა: ბიავა, ალფარო, კლოზე - ცუნიგა, ჰამშიკი, მესტო.
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 3-0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +12=7-7, (42-29)
სავარაუდო შემადგენლობები
ლაციო (3-4-3): მარკეტი - სიანი, კანა, რადუ - კავანდა, ონაზი, ლედესმა, ლულიჩი - კანდრევა, კეიტა, ფლოკარი.
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, არმერო - ბერამი, ინლერი - კალეხონი, პანდევი, მერტენსი - იგუაინი.

ფიორენტინა-ვერონა 22.00
დისკვალიფიკაცია: აკვილანი (ფიორენტინა).
ტრავმა: გომესი, აგაცი, ბაკიჩი (ფიორენტინა).
ბოლო 6 შეხვედრა
4-0-2 3-0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +6=2-3, (16-10)

ბომბარდირები:
11 - როსი (ფიორენტინა); 8 - ჩერჩი (ტორინო); 7 - პალასიო (ინტერი), ტევესი (იუვენტუსი), ბერარდი (სასუოლო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული