კარლოს ტევესს ბომბარდირობა მოუნდა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე "იუვენტუსმა" "სასუოლოს" უმასპინძლა და მეტოქეს ოთხი უპასუხო ბურთი მიართვა. აქედან სამი გოლი კარლოს ტევესის ანგარიშზეა, რომელიც სერია A-ს დებიუტანტებმა ვერაფრით შეაჩერეს.

29 წლის არგენტინელმა ფორვარდმა ყველა გემოვნების გოლი გაიტანა და კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ახალ გუნდს და გარემოს შესანიშნავად მოერგო. აღსანიშნავია, რომ "სასუოლოსთან" შესრულებული ჰეთ თრიქით ტევესმა 10 გოლს მოუყარა თავი და სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ბომბარდირთა დავაში მეორე პოზიციაზე აინაცვლა. მის წინ მხოლოდ ჯუზეპე როსია, რომლის აქტივშიც 13 შედეგიანი დარტყმაა. ბუნებრივია, კარლოსს მადა ჭამაში მოუვიდა:

"სიმართლე გითხრათ,
როდესაც "იუვენტუსში" გადავედი, სერია A-ს ბომბარდირობაზე ნამდვილად არ მიფიქრია, უბრალოდ, გუნდის წარმატებებში ჩემი წვლილის შეტანა მსურდა. თუმცა ყველაფერი იმაზე უკეთ გაგრძელდა, ვიდრე წარმომედგინა. არა მარტო სკუდეტოს მოპოვება მსურს, მინდა, ჩემპიონატის ბომბარდირი გავხდე. ამის გაკეთება ურთულესი იქნება, მაგრამ მიზნის მისაღწევად თავს არ დავზოგავ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XVI ტური: "იუვემ" და "ფიორემ" გაინავარდეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული