სკანდალი იტალიაში: გატუზოს სახლი გაჩხრიკეს, ორი ფეხბურთელი უკვე დაკავებულია

AutoSharing Option
იტალიის პოლიციამ ნაკრებისა და "მილანის" ყოფილი ნახევარმცველის, ჯენარო გატუზოს სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

ერთბაშად რამდენიმე ქალაქში საფეხბურთო ფუნქციონერების დაკავება მოხდა. ოპერაციები მილანში, ბოლონიაში, რიმინსა და მესინაში ჩატარდა.

გარიგებული მატჩების საქმეში ეჭვმიტანილები არიან "მილანის" ყოფილი ნახევარმცველი ჯენარო გატუზო და რომის "ლაციოს" ყოფილი ფეხბურთელი კრისტიან ბროკი.

კრემონას პროკურატურას აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ ორივე ფეხბურთელი გარიგებული მატჩების საქმეში მონაწილეობდა.

გარდა ამისა, სკანდალში სხვა ფეხბურთელებიც არიან გარეულნი. ორი მათგანი უკვე დაკავებულია, თუმცა პოლიცია მათ გვარებს არ ასახელებს.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული