"მილანი" და "რომა" ფრეს დასჯერდნენ - 2:2. მატია დესტროს (13 წუთი) და კევინ სტროტმანის (51, პენ.) გოლებს მასპინძლებმა კრისტიან საპატასა (29) და სალი მუნტარის (77) ზუსტი დარტყმებით უპასუხეს.
"ეს მაყურებლებისთვის საინტერესო თამაში გამოდგა, მწვრთნელებისთვის - ნაკლებად. ვიცოდით, რომ "რომა" ძლიერია, როდესაც მას დიდი სივრცე აქვს. ვფიქრობ, ფრე კარგი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაში მძიმე მატჩი ჩავატარეთ.
როდესაც მოედანზე მატრი შემოვუშვი ბალოტელის დასახმარებლად, მარიომ მეურვეებისგან
მარიომ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და შეეძლო, თამაშის მიწურულს ჩვენთვის გამარჯვებაც მოეტანა. თუმცა, ამ ლოგიკით, შეიძლებოდა ჩვენც გაგვეშვა გოლი…" - აქვეყნებს ალეგრის ნათქვამს Futbol Italia.
ჟურნალისტებმა "როსონერის" თავკაცს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის წილისყრის შესახებაც ჰკითხეს, სადაც მის გუნდს მეტოქედ მადრიდის "ატლეტიკო" ერგო.
"ვფიქრობ, ტოპ-16-ში მოხვედრით ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა უკვე შევასრულეთ. სამწუხაროა, რომ ჩვენ ერთადერთი იტალიური გუნდი ვართ ამ ტურნირზე.
"ატლეტიკო" ესპანეთის ჩემპიონატში ბრწყინვალე ფეხბურთს აჩვენებს. ჩვენს დაპირისპირებამდე წინ რამდენიმე თვეა და იქამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმ სათამაშო ფორმაზე, რომელშიც იმ პერიოდში ვიქნებით", - დასძინა ალეგრიმ.
სერია A-ს მომდევნო ტურში ალეგრის გუნდს მილანური დერბი უწევს "ინტერთან".
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა და ევროპის ლიგის წილისყრა: ჩიკი, ტიკი-ტაკა, სიძე, ნათლია და დეჟავუ