ამჯერად, მთავარი მოქმედი პირი და შესაბამისად, ეჭვმიტანილი ჯენარო გატუზოა, რომელიც ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში შეუპოვარი თამაშით გამოირჩეოდა.
საქმე რამდენიმე მატჩს ეხება, თუმცა ყველაზე ხშირად 2011 წლის პაექრობას ახსენებენ, რომელიც ვერონაში შედგა და რომელშიც "მილანმა" "კიევო" 2:1 დაამარცხა. რინო თავის უდანაშაულობას კბილებით იცავს:
"უდიდესი მორალური ზიანი მომაყენეს, რადგან ბევრს შეიძლება მართლაც ეგონოს, რომ გარიგებულ მატჩებში ვმონაწილეობდი. ქუჩაში ვეღარ გავდივარ, რადგან სულ მგონია, რომ
ჩემს უდანაშაულობას ბოლომდე დავიცავ და თუ საჭირო გახდა, ცილისმწამებლებსაც დავსჯი. აქვე ვაცხადებ, რომ თუ ჩემი ბრალეულობა ფაქტებით დამტკიცდა, გავალ ქალაქში, ხალხით სავსე მოედანზე და თავს დემონსტრაციულად მოვიკლავ".
იტალიელი ჟურნალისტები "მილანის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის დაუკავშირდნენ, რომელმაც ასევე დაიცვა გატუზო:
"ყველაფერი შეიძლება დავაბრალოთ გატუზოს, მაგრამ არა გარიგებულ მატჩებში მონაწილეობა. თავი შემიძლია დავდო, რომ რინო არავისთან არაფერზე გარიგებულა. თავის დროზე, "კალჩოპოლის" პროცესები ძალიან საჭირო და აუცილებელიც იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამართალდამცავები უკვე აჭარბებენ. სახლების გაჩხრეკვა და ფეხბურთელთა გვარების ტალახში ამოსვრა ფაქტების გარეშე ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სკანდალი იტალიურ ფეხბურთში - "კალჩოპოლის" ახალი ტალღა