Sky Sport Italia: კლარენს ზეედორფი ზაფხულში "მილანის" მთავარი მწვრთნელ გახდება

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილი ნახევარმცველი კალრენს ზეედორფი შესაძლოა იტალიური გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ ამის შესახებ უკვე წერდა Il Corriere della Sera და იტყობინებოდა, რომ ზეედორფის დანიშვნას პირადად "მილანის" პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი ემხრობა.

Football Italia Sky Sport Italia-ს ცნობაზე დაყრდნობით წერს, რომ 37 წელის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა უკვე გააფორმა "მილანთან" წინასწარი ხელშეკრულება.

"მილანის" ხელმძღავნელობა მასიმილიანო ალეგრის სეზონის ბოლომდე მუშაობას აცლის, ხოლო ზაფხულში ის გუნდს დატოვებს.

ზეედროფს კი "ბოტაფოგოსთან" კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულს ეწურება.

ჰოლანდიელი ნახევარმცველი "მილანში" 2002-დან 2012 წლამდე თამაშობდა და ამ
ხნის განმავლობაში გუნდთან ერთად იტალიის ორი ჩემპიონატი, იტალიის თასი და ორი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული