იტალიურ სპორტულ პრესაში "ვეკია სენიორას" ჩემპიონობაც კი მიულოცეს, რამაც ანტონიო კონტე უკიდურესად აღაშფოთა - ასეთი მიდგომით, შეიძლება დათვური სამსახური გაგვიწიოთო.
მით უმეტეს, რაფაელ ბენიტესი იმუქრება, რომ სეზონის მეორე ნახევარს "ნაპოლი" აღმაფრენით ჩაატარებს და "იუვეს" მოდუნების საშუალებას არ მისცემს.
ამ უქმეებზე, "ნაპოლი" "ვერონას" სტუმრობს და ესეც თქვენი ტურის ცენტრალური შეხვედრა...
მთავარი ჯახი
ტურის ცენტრალური მატჩი სიყვარულის ქალაქში შედგება, სა
მოკლედ, სიყვარულის ქალაქში ომი გაჩაღდება.
ნეაპოლელებს ტრავმირებული მარეკ ჰამშიკი დაუბრუნდათ, მაგრამ ოპტიმალურ ფორმაში არაა და სათადარიგოთა სკამზე დარჩება. გონსალო იგუაინს სიღრმიდან სამი შემტევი დაეხმარება, მათ შორის დრის მერტენსი, ვინც წინა ტურში დუბლი შეასრულა.
რაც შეეხება "ვერონას", ლუკა ტონის მიკროტრავმა აქვს და მისი ძირითადში თამაში ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა - თუმცა, განაცხადში რომ იქნება, წყალი არ გაუვა.
უცნაურია, რომ ორივე გუნდის კარს რაფაელი დაიცავს - სახელების ასეთი დამთხვევები მართლაც იშვიათია.
ლიდერი და მდევარი
"იუვენტუსს" ბევრმა უკვე მიულოცა ჩემპიონობა, მაგრამ "რომა" ჯერ მაინც მდევარია და ეს სტატუსი უნდა დავუტოვოთ. დედაქალაქური გუნდი "ჯენოას" უმასპინძლებს და შეეცდება, გულშემატკივრის თვალწინ რეაბილიტაცია მოახდინოს.
რუდი გარსიას სერიოზული დანაკლისი აქვს:
ადემ ლიაიჩი, ლეანდრო კასტანი და დანიელე დე როსი დისკვალიფიცირებულნი არიან, ფედერიკო ბალცარეტის კი ტრავმა აქვს. თუმცა, "რომა" ფავორიტია და ყველაფერს გააკეთებს სამი ქულის მოსაპოვებლად.
ერთიც, "გაძეტას" მტკიცებით, "ჯალოროსიში" დებიუტი ექნება რაჯა ნაინგოლანს.
რაც შეეხება "იუვენტუსს", ანტონიო კონტეს გუნდი სარდინიას ეწვევა და "კალიარის" შეეტოქება. სარდები ნაინგოლანის გარეშე დარჩნენ და კიდევ კაცმა არ იცის, ვის გარეშე დარჩებიან უახლოეს მომავალში - ამიტომ, მათთვის თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. თუმცა, ამ ქულების მოპოვება მაინც და მაინც "იუვენტუსთან" ურთულესი იქნება.
კონტე კარლოს ტევესის და ფერნანდო ლორენტეს ტანდემს ამზადებს და არც სხვა რგოლებში უნდა ველოდოთ ცვლილებს. ერთი ეგაა, ანდრეა ბარცალია დისკვალიფიცირებული და მის ადგილს მარტინ კასერესი დაიკავებს.
უფორვარდოდ
რთულ ვითარებაშია "ფიორენტინას" თავკაცი ვინჩენცო მონტელა, რომელსაც ფაქტობრივად უფორვარდოდ უწევს ფონს გასვლა.
ამ უქმეებზე, ფლორენციული გუნდი "ტორინოს" სტუმრობს, შეტევაში კი ვინჩენცო იოსიპ ილიჩიჩის და ხოაკინ სანჩესის ტანდემს გაამწესებს; არც ერთია კლასიკური თავდამსხმელი და არც მეორე, მაგრამ მწვრთნელს სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვს.
ვნახოთ, როგორ შეუტევს "ვიოლა" ფორვარდების გარეშე.
"მილანმა" წელი მოგებით გახსნა და ეცდება, რომ ასევე გააგრძელოს. მასიმილიანო ალეგრის გუნდი "სასუოლოს" ესტუმრება და ბუნებრივია, ფავორიტადაც ითვლება. სერია A-ს დებიუტანტს მეორე მილანური გუნდის სტუმრობა ცუდად ემახსოვრება და ვნახოთ, რა მოხდება ამ შემთხვევაში.
"როსონერის" მარიო ბალოტელის სახით ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი ეყოლება, რომელსაც ბრაზილიელები: რიკარდო კაკა და რობინიო დაეხმარებიან.
ტურის უკანასკნელი მატჩი "ჯუზეპე მეაცაზე" გაიმართება, სადაც "ინტერი" "კიევოს" უმასპინძლებს. ვალტერ მაცარი ტრადიციულ ტაქტიკას აირჩევს და ტრადიციულ შემადგენლობას დაეყრდნობა, დანარჩენი კი უკვე მოედანზე გამოჩნდება.
იტალია. სერია A. XIX ტური
11 იანვარი
ლივორნო-პარმა 21.00
დისკვალიფიკაცია: სკატარელა, ლუჩა - კასანი.
ტრავმა: კოდა - პავარინი, გალოპა, გარგანო, მუნარი.
ბოლო 6 შეხვედრა
0-1-5 2-4-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +5=3-4, (20-20)
ბოლონია-ლაციო 23.45
დისკვალიფიკაცია: მანტოვანი, დელა როკა - მაური, რადუ.
ტრავმა: სორენსენი - მარკეტი.
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +15=4-9, (45-32)
12 იანვარი
ვერონა."სტადიო ბენტეგოდი". 18:00
ვერონა-ნაპოლი
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: ჩირილიანო - ცუნიგა, მესტო, რეინა, ბერამი.
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +3=5-4, (11-13)
სავარაუდო შემადგენლობები
ვერონა (4-3-3): რაფაელი - კაჩატორე, მორასი, მაიეტა, აგოსტინი - რომულო, ფრელო, ალფრედსონი - იტურბე, ტონი, მარტინიო.
ნაპოლი (4-2-3-1): რაფაელი - მაჯო, ფერნანდესი, ალბიოლი, არმერო - ინლერი, ჯემაილი - კალეხონი, პანდევი, მერტენსი - იგუაინი.
ტორინო-ფიორენტინა 15.30
დისკვალიფიკაცია: ვივესი (ტორინო).
ტრავმა: ლარონდო, ბოვო, იმობილე - გომესი, აგაცი, როსი.
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 4-0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +4=5-11, (17-34)
ატალანტა-კატანია 18.00
დისკვალიფიკაცია: რაიმონდი (ატალანტა).
ტრავმა: სკალონი, ბელინი, კარმონა - ალმირონი, ბელუში, კაბალსეტა.
ბოლო 6 შეხვედრა
0-2-4 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +3=8-5, (12-15)
კალიარი-იუვენტუსი 18.00
დისკვალიფიკაცია: ბარცალი (იუვენტუსი).
ტრავმა: ნენე, ერიკსენი (კალიარი).
ბოლო 6 შეხვედრა
1-5-0 6-0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +4=9-16, (27-47)
რომა-ჯენოა 18.00
დისკვალიფიკაცია: დე როსი, კასტანი, ლიაიჩი - ჯილარდინო.
ტრავმა: ბალცარეტი - პორტანოვა, სანტანა, კუჩკა, გამბერინი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +9=1-6, (31-22)
სასუოლო-მილანი 23.45
დისკვალიფიკაცია: ბიანკო - მუნტარი.
ტრავმა: ტერანოვა, ალექსე, აჩერბი, მაზუჩი - ელ შაარავი, ბირსა, აბატე, კონსტანტი.
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0=0-0, (0-0)
13 იანვარი
სამპდორია-უდინეზე 22.00
დისკვალიფიკაცია: ობიანგი (სამპდორია).
ტრავმა: მურიელი, ბელუში (უდინეზე).
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +13=10-9, (57-50)
ინტერი-კიევო 00.00
დისკვალიფიკაცია: გუარინი - რიგონი.
ტრავმა: კივუ, მარიგა, ტაიდერი - კალელო, კლაიტონი.
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +14=5-3, (41-23)
ბომბარდირები:
14 - როსი (ფიორენტინა); 11 - ტევესი (იუვენტუსი); 10 - პალასიო (ინტერი); 9 - ჩერჩი (ტორინო), იგუაინი (ნაპოლი), იმობილე (ჯენოა), ტონი (ვერონა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"