იტალიის თასი. 1/8-ფინალი: "ფიორე" "იუვეს" შეუერთდა

AutoSharing Option
იტალიის თასის მერვედფინალური ეტაპი ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო, როდესაც "იუვენტუსმა" "აველინო" იოლად დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. 8 იანვარს ტურინულ გრანდს "ფიორენტინა" შეუერთდა, რომელმაც "კიევოს" უმასპინძლა და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა - ორივე პირველ ტაიმში. ჯერ ხოაკინმა გამოიჩინა თავი, შემდეგ კი რებიჩმა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ გუნდებმა ნახევრად ექსპერიმენტული შემადგენლობით იასპარეზეს და თვითონ თამაშსაც ეტყობოდა, რომ თასის გათამაშება არც ერთი გუნდისთვის არ არის პრიორიტეტული; "ფიორენტინა" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, "კიევოს" მიზანი კი ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა. მომენტები თითზე ჩამოსათვლელი შეიქმნა, თუმცა
მასპინძელთა გამარჯვება ერთი წუთითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ.

ამრიგად, "ფიორენტინა" მეოთხედფინალშია. მომდევნო პაექრობას ვინჩენცო მონტელა უფრო სერიოზულად უნდა მიუდგეს, მით უმეტეს, ფლორენციელი ტიფოზები თასებით განებივრებულნი ნამდვილად არ არიან.

ფიორენტინა-კიევო 2:0
გოლები: 1:0 ხოაკინი (29), 2:0 რებიჩი (45).
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო - რონკალია, გონსალო, კომპერი (81. ვეჩინო), ტომოვიჩი - ფერნანდესი, ამბროზინი, ბორხა ვალერო - ხოაკინი, რებიჩი (64. მატოსი), ვოლსკი (69. პისარო).
კიევო (3-5-2): სილვესტრი - სარდო, დაინელი, ცეზარი - პამიჩი (41. დრამე), ბენტივოლიო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი, სესტუ (53. თერეუ) - ესტიგარიბია, პალოსკი (71. ფრეი).

რომა-სამპდორია 1:0
გოლი: ტოროსიდისი (6).

უდინეზე-ინტერი 1:0
გოლი: 1:0 მაიკოსუელი (32).

1/8-ფინალი
14 იანვარი: ლაციო-პარმა;
15 იანვარი: კატანია-სიენა, მილანი-სპეცია, ნაპოლი-ატალანტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული