მარკო ვან ბასტენი: ზეედორფის "მილანში" დანიშვნა არცთუ მთლად ბრძნული გადაწყვეტილებაა

AutoSharing Option
"მილანის" მაისურით "ოქროს ბურთის" სამგზის მფლობელმა, ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა მარკო ვან ბასტენმა "როსონერის" ხელმძღვანელობას არჩევანი დაუწუნა, რომელმაც გუნდის მთავარ მწვრთნელად მისი თანამემამულე კლარენს ზეედორფის დანიშვნა გადაწყვიტა.

"ვერ წარმომიდგენია, როგორ გაუმკლავდება "მილანში" არსებულ ვითარებას ზეედორფი და როგორ გადაჭრის პრობლემებს. ეს არცთუ ბრძნული გადაწყვეტილება იყო...

კარგი ისაა, რომ ზეედორფი იტალიურად თავისუფლად საუბრობს, მან ხომ იქ მრავალი წელი გაატარა და წარმატებასაც მიაღწია.

ჩემსა და მას შორის განსხვავება ისაა, რომ ის ფეხბურთიდან ჯერ წასულიც არ იყო, მწვრთნელობა რომ მოინდომა. მე კი ჯერ ფეხბურთელის კარიერა დავასრულე,
რის შემდეგაც მოვკიდე ხელი სამწვრთნელო საქმეს"
, - აცხადებს ვან ბასტენი, რომელიც ამჟამად "ჰერენვენს" წვრთნის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული