იტალია. სერია A. XX ტურის წინ: ზეედორფის ფორმალური დებიუტი

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მეორე წრის პირველი ტური გრანდთა ჯახს არ გვპირდება, მაგრამ არაერთ საინტერესო დაპირისპირებას ნამდვილად ვიხილავთ.

ერთპიროვნული ლიდერი "სამპდორიას" უმასპინძლებს, გუნდს, რომელიც სინიშა მიხაილოვიჩთან ერთად გვარიანად მოძლიერდა; "რომა" უმწვრთნელოდ დარჩენილ "ლივორნოს" მიიღებს, "ნაპოლი" კი კრიზისში მყოფს, მაგრამ მაინც კერკეტ "ბოლონიას" ესტუმრება.

"მილანი" ცხრილის ქვედა ნაწილშია, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, სხვებზე მეტ ყურადღებას იმსახურებს...

ლიდერები
"იუვენტუსს" "სამპდორია" ესტუმრება და მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტი გამოკვეთილია, წესით, კარგი თამაში უნდა გაჩაღდეს. სინიშა მიხაილოვიჩი დაიმუქრა, ტურინელებს იოლი გასეირნება არ ელითო და ვნახოთ,
შეასრულებენ თუ არა მისი შეგირდები პირობას.

ანტონიო კონტე წინა ხაზზე კვლავ კარლოს ტევესს და ფერნანდო ლორენტეს გაამწესებს, ნახევარდაცვაში კი ტრადიციული ხუთეული გაირჯება: შტეფან ლიხტშტაინერი, ანდრეა პირლო, პოლ პოგბა, არტურო ვიდალი და კვადვო ასამოა. ისევ არ მოიძებნება ადგილი კლაუდიო მარკიზიოსთვის, რომელმაც წინა ტურში "კალიარი" გატეხა და "იუვეს" გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

ახალი მწვრთნელის დებიუტი ხშირად წარმატებული გამოდის, რასაც ახალი ცოცხის ეფექტს ეძახიან, მაგრამ "ლივორნოს" შემთხვევაში ცოტა უფრო რთულად არის საქმე - ჯერ ერთი, "კომუნისტები" თვით "რომას" სტუმრობენ და მეორე, გუნდს დროებითი მწვრთნელი, ვინმე პეროტი უდგას სათავეში.

ლივორნოში ახალ მწვრთნელს ეძებენ და ეს პროცესი აშკარად გაიწელა. სამაგიეროდ, "რომაა" სრულ მზადყოფნაში და შეეცდება, კიდევ ერთ მეტოქეს გადაურბინოს. რუდი გარსია შეტევაში ფრანჩესკო ტოტის, ალესანდრო ფლორენცის და ჟერვინიოს გაამწესებს, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.

"ნაპოლი" "ბოლონიას" ესტუმრება და შეეცდება მოგებათა სერია გააგრძელოს. 2014 წელს გამართული სამი შეხვედრიდან, რაფა ბენიტესის გუნდმა სამივე მოიგო, რვა გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთი გაუშვია.

ამჯერად, ესპანელი გორან პანდევს დატოვებს თადარიგში და შეტევაში გონსალო იგუაინთან ერთად, შემდეგ ტრიოს გაამწესებს: ლორენცო ინსინიე, დრის მერტენსი, ხოსე კალეხონი. თუ ნეაპოლელებს სკუდეტოსთვის ბრძოლა სურთ, ქულების დაკარგვის უფლება არ აქვთ.

ზეს დებიუტი
"მილანი" სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილშია, მაგრამ მის მიმართ ინტერესი განსაკუთრებულია. ხუმრობა საქმე ხომ არაა, მასიმილიანო ალეგრის 3.5-წლიანი პერიოდი დასრულდა და გუნდს კლარენს ზეედორფი ჩაუდგა სათავეში.

ჰოლანდიელს დებიუტი ექნება, თუმცა თვითონვე ამბობს, რომ "ვერონასთან" შეხვედრაში უფრო დამკვირვებელი იქნება და საქმეს მაურო ტასოტი გაუძღვება.

ჰოლანდიელმა მხოლოდ ერთი მსუბუქი ვარჯიში ჩაატარა და ბუნებრივია, ჯერ მაინც უჭირს ახალი როლის მორგება. შესაბამისად, "მილანი" ალბათ ძველი სქემით და ძველი შემადგენლობით ითამაშებს - წინა ხაზზე მარიო ბალოტელი, სიღრმიდან რიკარდო კაკა და რობინიო, საყრდენ ხაზზე კი სამი ნახევარმცველი: ბრაიან კრისტანტე, ანდრეა პოლი და ნაიჯელ დე იონგი.

თადარიგში მოიაზრება იაპონელი ახალწვეული კეისუკე ჰონდა, რომელმაც სათასო პაექრობაში უკვე გაიტანა სადებიუტო გოლი. "ვერონა" ევროსაგზურისთვის იბრძვის და იოლად არაფერს დათმობს.

იტალია. სერია A. XX ტური
18 იანვარი
რომა-ლივორნო 21.00
დისკვალიფიკაცია: დე ლუჩა (ლივორნო).
ტრავმა: რომანიოლი, ბალცარეტი (რომა).
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 0-1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +5=5-1, (18-7)

იუვენტუსი-სამპდორია 23.45
დისკვალიფიკაცია: სორიანო (სამპდორია).
ტრავმა: არავინ.
ბოლო 6 შეხვედრა
6-0-0 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +14=9-6, (41-25)

19 იანვარი
უდინეზე-ლაციო 15.30
დისკვალიფიკაცია: ალანი - ლედესმა, მაური.
ტრავმა: მურიელი, ბენუსი - ცანა, რადუ, ნოვარეტი.
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +11=9-19, (56-76)

ატალანტა-კალიარი 18.00
დისკვალიფიკაცია: ბენალუანი - პინილია.
ტრავმა: სკალონი, კარმონა, კონსილი - ნენე.
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 1-4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +8=7-8, (35-37)

ბოლონია-ნაპოლი 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: ცუნიგა, მესტო, რეინა, ბერამი (ნაპოლი).
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 4-2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +8=3-10, (32-34)

კატანია-ფიორენტინა 18.00
დისკვალიფიკაცია: ლოდი, პერუცი (კატანია).
ტრავმა: ალმირონი, ბელუში, ალვარესი - გომესი, ჰეგაზი, როსი.
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 4-1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +3=3-11, (12-28)

კიევო-პარმა 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: კალელო - პავარინი, ოკაკა.
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 2-4-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +5=8-8, (15-24)

ჯენოა-ინტერი 18.00
დისკვალიფიკაცია: მაღუზალემი (ჯენოა).
ტრავმა: კუჩკა, გამბერინი, პორტანოვა - კივუ, მარიგა.
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +3=5-12, (19-39)

სასუოლო-ტორინო 18.00
დისკვალიფიკაცია: გაცოლა, ძაძა - ჟილე.
ტრავმა: ტერანოვა, ალექსე, აჩერბი, მაზუჩი - ლარონდო.
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +2=2-5, (8-14)

მილანი-ვერონა 23.45
დისკვალიფიკაცია: მუნტარი (მილანი).
ტრავმა: ელ შაარავი, აბატე, კონსტანტი - სალა, ლონგო, მიჰაილოვი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +4=3-2, (15-12)

ბომბარდირები:
14 - როსი (ფიორენტინა); 11 - ტევესი (იუვენტუსი), ბერარდი (სასუოლო); 10 - პალასიო (ინტერი); 9 - ჩერჩი (ტორინო), იგუაინი (ნაპოლი), იმობილე (ჯენოა), ტონი (ვერონა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული