იტალიის თასი. 1/8-ფინალი: "მილანი" და "ნაპოლი" წინ მიიწევენ [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიის თასის მერვედფინალური ეტაპი სენსაციების გარეშე დასრულდა. "მილანმა" "სპეციას" იოლად მოუგო, "ნაპოლიმ" "ატალანტას" არ დაუტოვა შანსი, "სიენამ" კი "კატანია" მოინელა. მართალია, ტოსკანელები სერია B-ში ასპარეზობენ და სერია A-ს ბინადარი დაამარცხეს, მაგრამ "კატანიას" ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ შედეგს სენსაციათა კატეგორიას ნამდვილად ვერ მივაკუთვნებთ.

შემთხვევითი არაა, რომ "სიენამ" გაანადგურა მეტოქე, რომლის მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯერ კიდევ სათასო პაექრობამდე ლუიჯი დე კანიომ დატოვა; "სიენასთან" მარცხის შემდეგ კი გაცხადდა, რომ "კატანიას" როლანდო მარანი უთავკაცებს, სპეციალისტი, რომელიც აქამდეც ედგა სათავეში სიცილიურ გუნდს.

უფრო საინტერესო მატჩი
შედგა ნეაპოლში, სადაც რაფაელ ბენიტესის გუნდმა "ატალანტას" უმასპინძლა და ორი ბურთის სხვაობით დაამარცხა, 3:1. ბერგამოელები გაძალიანდნენ, მაგრამ მთლიანობაში, მასპინძელთა უპირატესობა მაინც თვალსაჩინო გახლდათ. ბენეფისი მოიწყო ხოსე კალეხონმა, რომლის დუბლსაც ლორენცო ინსინიემ ერთი მიამატა. არადა, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოიგო "მილანმაც", რომელსაც მაურო ტასოტი თავკაცობდა. ლომბარდიელებმა პირველივე ტაიმში მოუმთავრეს საქმე მოკრძალებულ "სპეციას" და სამი გოლი გაუტანეს. ჯერ რობინიო გამოირჩა, შემდეგ ჯამპაოლო პაცინი და ბოლოს თვით კეისუკე ჰონდა.

დიახ, იაპონელმა პირველი გოლი გაიტანა "მილანის" მაისურით და მთლიანობაში, კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მატჩის მსვლელობისას, სტადიონზე კლარენს ზეედორფი მივიდა, რამაც გულშემატკივართა მხურვალე ოვაციები გამოიწვია. მეორე დღეს კლარენსმა "მილანთან" ხელშეკრულება გააფორმა და განაცხადა, რომ გუნდის საკეთილდღეოდ არაფერს დაიშურებს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მილანი-სპეცია 3:1
გოლები: 1:0 რობინიო (28), 2:0 პაცინი (31), 3:0 ჰონდა (45), 3:1 ფერარი (90).
მილანი (4-3-2-1): აბიატი - ძაკარდო, მექსე, რამი, დე შილიო - პოლი, მონტოლივო, კრისტანტე - რობინიო (78. ნოჩერინო), ჰონდა (64. ბირსა) - პაცინი (70. პეტანია).

კატანია-სიენა 1:4
გოლები: 1:0 ლეტო (4), 1:1 პაოლუჩი (24), 1:2 ვალიანი (59), 1:3 პულცეტი (90), 1:4 როსეტი (90).
კატანია (4-3-3): ანდუხარი - პერუცი, ლეგროტალიე, დომბერი, კაპუანო - რინაუდო (69. გარუფი), ლოდი, გუარენტე (60. ბოატენგი) - ლეტო, მონსონი (46. კეკო), მაქსი ლოპესი.
სიენა (4-3-1-2): ფარელი - მატეუ, ჯაკომაცი, დელაფიორე, ანჯელო - პულცეტი, ვალიანი, ფედალი - როზინა (77. ვერგასოლა) - პაოლუჩი, ჯანეტი (55. როსეტი).

ნაპოლი-ატალანტა 3:1
გოლები: 0:1 დე ლუკა (14), 1:1 კალეხონი (15), 2:1 ინსინიე (72), 3:1 კალეხონი (80).
ნაპოლი (4-2-3-1): კაბრალი - მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, რევეიერი - ინლერი, რადოშევიჩი - კალეხონი (85. ბარიტი), პანდევი (60. ჰამშიკი), ინსინიე - საპატა (71. იგუაინი).
ატალანტა (4-4-2): პოლიტო - ნიკა, იეპესი, ბენალუანი, დელ გროსო - ჯორჯი (84. ჩიგარინი), ბასელი (77. სტენდარდო), კაცოლა, კონე - დე ლუკა (62. მარილუნგო), ლივაია.

1/4-ფინალი
21 იანვარი: რომა-იუვენტუსი
22 იანვარი: მილანი-უდინეზე
23 იანვარი: ფიორენტინა-სიენა
29 იანვარი: ნაპოლი-ლაციო.

1/2-ფინალი
მილანი/უდინეზე - ფიორენტინა/სიენა, რომა/იუვენტუსი - ნაპოლი/ლაციო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული