მორიგი ტრიუმფი
სწორედ "იუვენტუსის" მატჩით დავიწყოთ, რომელმაც გენუური კლუბი დამაჯერებლად დაამარცხა - 4:2. მართალია, თამაშის მსვლელობისას იყო ეპიზოდი, როდესაც შეიძლებოდა ანგარიში 3:3 გამხდარიყო, მაგრამ მთლიანობაში, ტურინელთა უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა.
ჯანლუიჯი ბუფონმა დიდებული შეხვედრა ჩაატარა და რამდენჯერმე გადაარჩინა გუნდი. განსაკუთრებით კი
ანგარიში არტურო ვიდალმა გახსნა, რომელიც მეკარის პირისპირ პოლ პოგბამ გაიყვანა. ამ ეპიზოდიდან 5-6 წუთი იყო გასული, როდესაც ტურინელებმა კუთხური ჩააწოდეს, თავური დარტყმით კი გოლი ფერნანდო ლორენტემ შეაგდო. ამის მერე ანდრეა ბარცალიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მატჩს ინტრიგა დაუბრუნა, მაგრამ მალევე ვიდალმა კიდევ ერთხელ შეარხია მეტოქის კარის ბადე - ამჯერად, მისივე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი აქცია გოლად, 3:1.
მეორე ნახევარში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს: მანოლო გაბიადინიმ ანგარიში კიდევ ერთხელ დაიყვანა მინიმუმამდე და შემდეგ გათანაბრებაც შეეძლო, როდესაც ბურთი ხარიხას გაარტყა, მაგრამ პოლ პოგბას ყუმბარისებურმა დარტყმამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა: "იუვემ" მორიგი სამი ქულა მიითვალა აქტივში.
კიდევ რა შეიძლება ითქვას? - პოლ პოგბა იყო ძალიან ნაყოფიერი: გოლი შეაგდო, საგოლე პასი გააკეთა და თითქმის ყველა ორთაბრძოლა მოიგო. შესაძლოა, სეზონის საუკეთესო თამაში აჩვენა ფერნანდო ლორენტემ, რომელიც უბრალოდ მეფობდა მეტოქის საჯარიმოში. და რა თქმა უნდა - არტურო ვიდალი, რომელსაც უკვე 10 გოლი აქვს გატანილი მიმდინარე სეზონში.
"რომაც" იგებს
"რომა" დანებებას არ აპირებს და ჯერ მაინც მისდევს "იუვენტუსს". დედაქალაქურმა გუნდმა "ლივორნოს" უმასპინძლა და მეტოქე სამი უპასუხო გოლით გაისტუმრა. რუდი გარსიამ შეტევა გადაახალისა: ალესანდრო ფლორენცი და ფრანჩესკო ტოტი თადარიგში დატოვა, წინა ხაზზე კი ჟერვინიოს, ადემ ლიაიჩის და მატია დესტროს ტრიო გაამწესა.
თამაში ხეირიანად დაწყებული არც იყო, როდესაც რომაელებმა მარჯვენა ფრთიდან ჩააწოდეს. ჟერვინიომ ბურთს ცუდად მოარტყა ფეხი, მაგრამ დესტრო იყო იქვე და გახსნა კიდეც ანგარიში. "ჯალოროსის" მეორე გოლი რაღაცით პირველს წააგავდა. ტოსკანელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, მღვრიე წყალში კი თევზი კევინ სტროტმანმა დაიჭირა, რომლის უძლიერესმა დარტყმამ მიზანს უწია, 2:0.
მესამე გოლი მასპინძლებმა მეორე ნახევარში შეაგდეს, როდესაც ლიაიჩმა ერთი მეურვე კარგად ჩამოიცილა და უზუსტესი დარტყმით მეკარისაგან მარჯვენა დაბალი კუთხე დალაშქრა - 3:0.
მოკლედ, "რომას" შეტევამ კიდევ ერთხელ გაილაღა, მაგრამ არც დაცვას უნდა დავუკარგოთ შესანიშნავი გარჯა. რუდი გარსიას შეგირდებმა კიდევ ერთხელ შეინახეს კარი მშრალად და კვლავაც ყველაზე ნაკლები გოლი აქვთ გაშვებული ჩემპიონატში - 20 მატჩში მხოლოდ 10 გოლი გაუშვა და "რომას" ძალაც სწორედ ამაშია - გარსიასთან ერთად, გუნდმა თანაბრად მოუმატა როგორც შეტევაში, ისე დაცვაში.
ნამატჩევს, რომაელთა თავკაცმა შეგირდები შეაქო და განაცხადა, რომ ეს იყო უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, რომელიც გუნდს კიდევ უფრო დააახლოებს ჩემპიონთა ლიგის საგზურთან. გარსიას თქმით, არც სკუდეტოს მოპოვების იმედია ბოლომდე გადაწურული.
"ნაპოლის" ფეხი დაუცდა
თუ "რომა" ჯერ კიდევ ითვლება სკუდეტოს მოპოვების პრეტენდენტად, "ნაპოლი" ალბათ უნდა ჩამოვწეროთ. რაფაელ ბენიტესის გუნდმა ბოლონიაში ორი ქულა დატოვა და ლიდერ "იუვენტუსს" მთელი 12 ქულით ჩამორჩა. არც თავად "ნაპოლი" ჩანს იმდენად სტაბილური, რომ დარჩენილი ტურები ერთი ამოსუნთქვით გაიაროს და არც "იუვეა" ამდენი ქულის გამნიავებელი. მოკლედ, სამხრეთელთა რეალური სამიზნე ჩემპიონთა ლიგის საგზურია და კაცმა რომ თქვას, ამ მისიის შესრულებაც მეტად რთული იქნება.
არადა, "ნაპოლი" ბოლონიაში გამარჯვებასთან ახლოს იყო - იგებდა თამაშს, მეტოქე კაცნაკლული ჰყავდა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მაინც გაუშვა.
სამაგიეროდ, "ფიორენტინამ" გაილაღა და "კატანიას" მისსავე მოედანზე სამი უპასუხო გოლი გაუტანა. სიცილიაში ალესანდრო მატრის ბენეფისი შედგა - ახლად გამომცხვარმა ფლორენციელმა ორი გოლი და საგოლე პასი მიითვალა აქტივში. დებიუტიც ასეთი უნდა - რაც უნდა პარადოქსული იყოს, მატრიმ ერთ ტაიმში გაიტანა იმაზე მეტი გოლი, ვიდრე "მილანში" ნახევარი სეზონის განმავლობაში. მოკლედ, კუნძულზე ჯუზეპე როსიც და მარიო გომესიც ალესანდრო მატრიმ ჩაანაცვლა.
ედუარდო რეიასთან ერთად "ლაციოს" აღმასვლა აქვს - რომაელებმა "უდინეზე" დაამარცხეს დრამატულ ბრძოლაში და ლიდერებს მიუახლოვდნენ. აი, "ინტერის" საქმე კი ცუდადაა: ვალტერ მაცარის გუნდი 2014 წელს საშინლად ასპარეზობს.
სერია A. XX ტური
რომა-ლივორნო 3:0
გოლები: 1:0 დესტრო (6), 2:0 სტროტმანი (36), 3:0 ლიაიჩი (78).
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ტოროსიდისი, ბენატია, კასტანი, დოდო - სტროტმანი, პიანიჩი (69. ნაინგოლანი), დე როსი - ლიაიჩი, ჟერვინიო (67. ფლორენცი), დესტრო (79. ტოტი).
ლივორნო (5-4-1): ბარდი - ჩეკერინი (76. ლამბრუგი), რინაუდო, ვალენტინი, პიჩინი, მბაიე - ბიაჯანტი, ბენასი (81. მოსკერა), დუნკანი (46. ბორა), გრეკო - პაულინიო.
გაფრთხილება: კასტანი (რომა).
კუთხური: 8-0; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 20-4 (10-0); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 45 000
იუვენტუსი-სამპდორია 4:2
გოლები: 1:0 ვიდალი (18), 2:0 ლორენტე (24), 2:1 ბარცალი (38-საკ. კარში), 3:1 ვიდალი (41-პენ.), 3:2 გაბიადინი (69), 4:2 პოგბა (78).
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ოგბონა, კიელინი - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პოგბა, მარკიზიო, ასამოა (80. პელუზო) - ტევესი (80. ჯოვინკო), ლორენტე (87. კვალიარელა).
სამპდორია (4-2-3-1): და კოსტა - მუსტაფი (52. კოსტა), გასტალდელო, დე სილვესტრი, რეჯინი - ობიანგი, პალომბო - ბარნასონი (90. რენანი), გაბიადინი, ვრსოლეკი (70. სანსონე) - ედერი.
გაფრთხილება: კიელინი - გასტალდელო, რეჯინი, ვრსოლეკი.
კუთხური: 3-10; ჯარიმა: 12-7; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 13-11 (5-5); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 39 000
უდინეზე-ლაციო 2:3
გოლები: 1:0 დი ნატალე (8-პენ.), 1:1 კანდრევა (17-პენ.), 2:1 ბადუ (23), 2:2 ლაძარი (82-საკ. კარში), 2:3 ერნანესი (90).
უდინეზე (3-5-1-1): ბრკიჩი - ერუ, დანილო, დომიცი - პინცი (85. ლოპესი), ბასტა, ბადუ, დუგლას სანტოსი (78. ლაძარი), პერეირა - მაიკოსუელი - დი ნატალე (59. მურიელი).
ლაციო (3-4-3): ბერიშა - სიანი (60. ერნანესი), ბიავა, დიასი - კავანდა, ონაზი, ბილია, ლულიჩი - კანდრევა, ფლოკარი (53. ედერსონი - 85. ცანა), კლოზე.
გაფრთხილება: დომიცი, პინცი - კავანდა, ლულიჩი, კლოზე.
გაძევება: ონაზი (54. ლაციო).
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 15-9; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 5-11 (3-5); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 15 000
ატალანტა-კალიარი 1:0
გოლი: 1:0 ბონავენტურა (68).
ატალანტა (4-4-1-1): სპორტიელო - რაიმონდი, ლუკინი (50. იეპესი), სტენდარდო, ბრივიო - ბრიენცა (73. კარმონა), ჩიგარინი (81. ბაზელი), ბონავენტურა, მილიაჩო - მორალესი - დენისი.
კალიარი (4-3-1-2): ადან გარიდო - პიზანო, როსეტინი, ასტორი, მურუ - დესენა (73. იბრაიმი), ეკდალი (80. კაბრერა), კონტი - კოსუ (89. სოლინასი) - საუ, იბარბო.
გაფრთხილება: რაიმონდი, ლუკინი, მილიაჩო (ატალანტა).
გაძევება: იბარბო (90. კალიარი).
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 8-9; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 10-11 (5-1); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 20 000
ბოლონია-ნაპოლი 2:2
გოლები: 1:0 ბიანკი (37), 1:1 იგუაინი (62-პენ.), 1:2 კალეხონი (80), 2:2 ბიანკი (90).
ბოლონია (3-5-1-1): კურჩი - ნატალი, ანტონსონი, კერუბინი (73. მანტოვანი) - გარიჩი, კონე, პაციენცა, პერესი (79. ხრისტოდოლოპულოსი), მორლეო (82. აკვაფრესკა) - დიამანტი - ბიანკი.
ნაპოლი (4-2-3-1): რაფაელი - მაჯო, ალბიოლი, ფერნანდესი, რევეილერი - ინლერი, ჯემაილი - პანდევი (57. ჰამშიკი), კალეხონი, მერტენსი (78. ინსინიე) - იგუაინი.
გაფრთხილება: გარიჩი, პერესი, პაციენცა, ბიანკი - ფერნანდესი, ალბიოლი.
გაძევება: კონე (84. ბოლონია).
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 14-23; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 6-9 (2-4); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 24 000
კატანია-ფიორენტინა 0:3
გოლები: 0:1 ფერნანდესი (25), 0:2 მატრი (28), 0:3 მატრი (41).
კატანია (4-3-3): ფრიზონი - ნელუში, სპოლი, როლინი (90. ლეტო), ბირაგი - ისკო, რინაუდო (78. გუარენტე), პლაშილი - კასტრო (72. კეკო), ბარიენტოსი, ბერგესიო.
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო - ტომოვიჩი, გონსალო, სავიჩი, პასკუალი - ფერნანდესი, პისარო, ბორხა ვალერო (72. ამბროზინი) - ვარგასი, კუადრადო, მატრი (90. მატოსი).
გაფრთხილება: რინაუდო - ბარიენტოსი, გონსალო.
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 7-12(3-4); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 16 000
კიევო-პარმა 1:2
გოლები: 1:0 პალოსკი (15), 1:1 კასანო (27), 1:2 ლუკარელი (90).
კიევო (3-5-2): პუჯონი - ფრეი, ცეზარი, დაინელი - სარდო, დრამე, ჰეტემაი, ბენტივოლიო (61. რადოვანოვიჩი), რიგონი - თერეუ, პალოსკი (64. ლაზარევიჩი).
პარმა (4-3-3): მირანტე - კასანი, ლუკარელი, პალეტა, გობი - გარგანო, მარკიონი, პაროლო (86. აკვა) - ბიაბიანი (79. პალადინო), ამაური, კასანო.
გაფრთხილება: ცეზარი, სარდო - ლეკარელი, გარგანო, ამაური.
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 7-8 (2-4); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 10 000
ჯენოა-ინტერი 1:0
გოლი: 1:0 ანტონელი (83).
ჯენოა (3-4-3): პერინი - ანტონინი, დე მაიო, მარკეზე - ბერტოლაჩი, კოფიე, ვრსალკო, ანტონელი - ფეტფატციდისი (76. კონატე), სტურარო (72. დე ჩელიე), ჯილარდინო (85. კალაიო).
ინტერი (3-4-2-1): ჰანდანოვიჩი - კამპანიარო, როლანდო, ჟუან ჟესუსი (84. ბოტა) - ჯონატანი, კუზმანოვიჩი (62. გუარინი), კამბიასო, ნაგატომო - ალვარესი (21. კოვაჩიჩი), პალასიო - მილიტო.
გაფრთხილება: ვრსალკო, ბერტოლაჩი, კოფიე, სტურარო - ჟუან ჟესუსი.
კუთხური: 11-5; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 12-9 (6-5); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 25 000
სასუოლო-ტორინო 0:2
გოლები: 0:1 იმობილე (25), 0:2 ბრიგი (48).
სასუოლო (4-3-3): პეგოლო - ანტეი, არიაუდო (54. პუჩინო), მანფრედინი, ლონგი - მანიანელი, ჩიბსა, კურტიჩი (53. პარიასი) - ბერარდი, ფლორო ფლორესი (58. გლიოცი), ციგლერი.
ტორინო (3-5-2): პადელი - მაქსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი - დარმიანი, ბრიგი, ვივესი (90. პანაიოტისი), ფარნერუდი (29. ბაშა), მაზიელო - ჩერჩი (83. მეჯორინი), იმობილე.
გაფრთხილება: არიაუდო, მანიანელი, ბერარდი - გლიკი, იმობილე.
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 0-7; კარში დარტყმა: 6-6 (2-5); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 20 000
მილანი-ვერონა 1:0
გოლი: 1:0 ბალოტელი (82-პენ.).
მილანი (4-2-3-1): აბიატი - დე შილიო, საპატა, ბონერა (52. სილვესტრი), ემანუელსონი - დე იონგი, მონტოლივო - რობინიო (78. პეტანია), კაკა, ჰონდა (63. ბირსა) - ბალოტელი.
ვერონა (4-3-3): რაფაელი - გონსალესი (85. იანკოვიჩი), მორასი, მაიეტა, აგოსტინი - რომულო, ჩირილიანო (90. დონადელი), ალფრედსონი - გომესი, იტურბე, კაჩა (61. მარტინიო).
გაფრთხილება: მონტოლივო, სილვესტრი - მაიეტა.
კუთხური: 5-10; ჯარიმა: 11-10; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 17-11(7-3); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 40 000
ბომბარდირები: 14 - ჯუზეპე როსი (ფიორენტინა); 11 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი), დომენიკო ბერარდი (სასუოლო); 10 - როდრიგო პალასიო (ინტერი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი), ჩირო იმობილე (ტორინო), არტურო ვიდალი (იუვენტუსი).
მომდევნო ტური
25 იანვარი:
ნაპოლი-კიევო, ლაციო-იუვენტუსი
26 იანვარი:
ვერონა-რომა, ტორინო-ატალანტა, სამპდორია-ბოლონია, ინტერი-კატანია, კალიარი-მილანი, ლივორნო-სასუოლო, პარმა-უდინეზე, ფიორენტინა-ჯენოა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"