ბრემენის "ვერდერი" ტურინის "იუვენტუსის" ორ ფეხბურთელს უმიზნებს

AutoSharing Option
ბრემენის "ვერდერის" მიზანი ამ სეზონში მხოლოდ ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა, მომავალი სეზონისთვის კი "მუსიკოსები" გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერებას და უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებენ. ადრეც გაუწყეთ, რომ წინა უქმეებზე "ვერდერის" სპორტული დირექტორი თომას აიხინი ტურინში იმყოფებოდა, სადაც "იუვენტუსის" შეფებთან პირველი მოლაპარაკებები გამართა.

"ლელოს" მკითხველმა იცის, რომ "ვერდერი" და "იუვენტუსი" თანამშრომლობას აპირებენ, რაც ტურინიდან პერსპექტიული ფეხბურთელების ბრემენში განათხოვრებას გულისხმობს.

"ვერდერის" სამიზნეში არიან 19 წლის თავდამსხმელი დომენიკო ბერარდი და 23 წლის ნახევარმცველი ლუკა მარონე. ორივე მათგანი "სასუოლოში" თამაშობს, მაგრამ ორივე "იუვენტუსს" ეკუთვნის. ბრემენელებს განსაკუთრებით
ბერარდი მოსწონთ, რადგან ამ უკანასკნელს მიმდინარე სეზონის 15 მატჩში უკვე 11 გოლი აქვს გატანილი და 5 საგოლე პასიც გააკეთა. ბერარდის ფასი დღეისათვის 10 მილიონი ევროა. მარონე კი საყრდენი ნახევარმცველია და 7 მილიონი ღირს.

როგორც ირკვევა, ზამთარში "ვერდერში" არც ერთი ტურინელი ფეხბურთელი არ გადავა. ამას წინათ გაუწყეთ, რომ ბრემენულ კლუბს ტურინელები 27 წლის მარჯვენა მცველს, მარკო მოტას სთავაზობდნენ, მაგრამ "ვერდერის" მთავარმა მწვრთნელმა რობინ დუტმა ამ ფეხბურთელზე უარი თქვა.

აი, ზაფხულში კი ტურინიდან ბრემენის გზას არაერთი ფეხბურთელი დაადგება - სწორედ ამაზე შეუთანხმდა აიხინი "იუვეს" სპორტულ დირექტორ ჯუზეპე მაროტას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დომენიკო ბერარდი: ეს საღამო არასდროს დამავიწყდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული