22 იანვარს, მილანში გამართულ შეხვედრაში ანგარიში უკვე მე-6 წუთზე მარიო ბალოტელიმ გახსნა, თუმცა ლუის მურიელმა ჯერ პენალტით გაათანაბრა (41), ნიკოლას ლოპესმა (78) კი სტუმრები თასის ნახევარფინალში გაიყვანა.
"მთელმა გუნდმა მოედანზე მუხლჩაუხრელად იშრომა, მაგრამ დაღლამ თავი მაინც იჩინა.
ჯერჯერობით არ ვართ მზად, სტაბილური ფეხბურთი ვაჩვენოთ, თუმცა დღეს რაღაც საინტერესო მაინც დავინახე, რაც ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. ჩვენ შევძლებთ ვითარების გამოსწორებას.
როდესაც დიდი კლუბის ღირსებას იცავ, იცი,
არსებული ვითარების გამოსწორება შრომითა და მიზანსწრაფულობით შეიძლება", - თქვა ზეედორფმა.