რომა-იუვენტუსი 1:1. ანტონიო კონტე: "იუვენტუსმა" ვაჟკაცობა აჩვენა! [VIDEO]

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ იტალიის ჩემპიოანტის 21-ე ტურში "ლაციოსთან" მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა მოგებაზე თამაში 24-ე წუთის შემდეგაც გააგრძელა, როდესაც მსაჯმა მოედნიდან ჯანლუიჯი ბუფონი გააძევა და "იუვენტუსი" კაცნაკლული დატოვა.

კონტეს თქმით, ამით ტურინელმა ფეხბურთელებმა ხასიათის სიმტკიცე აჩვენეს.

25 იანვარს, რომში გამართულ შეხვედრაში, ჯიჯი ბუფონის გაძევების შემდეგ, მასპინძლები ანტონიო კანდრევამ (27-ე წუთი) პენალტით წინ გაიყვანა.

ტურინელებს ქულა ფერნანდო ლორენტემ მე-60 წუთზე გადაურჩინა - საბოლოოდ 1:1 და აღსანიშნავია, რომ ამით "იუვენტუსის" გამარჯვებათა 12-მატჩიანი სერია დასრულდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"იუვენტუსმა"
გამარჯვებისთვის თამაში ბუფონის გაძევის შემდეგაც გააგრძელა და ასეთ, არცთუ მარტივ ვითარებაში, ჩემმა ფეხბურთელებმა ნაღდი ვაჟკაცური ხასიათი წარმოაჩინეს.

რა ვუყოთ, გამარჯვება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ამასთან ჩვენ უფრო ახლოს ვიყავით, ვიდრე მეტოქე.

მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ "ლაციომ" კარგი მატჩი ჩაატარა და ფრე სავსებით შეიძლება სამართლიან შედეგად მივიჩნიოთ",
- აქვეყნებს კონტეს ნათქვამს Sky Sport Italia.

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XXI ტურის წინ: ლიდერი რომში ჩადის, "რომა" - სიყვარულის ქალაქში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული