დიდ იტალიურ დერბიდ წოდებული დაპირისპირება უდიდეს ინტერესს იწვევს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანს, "ნერაძურიმ" მკვეთრად დათმო პოზიციები...
დიდი იტალიური დერბი
ფავორიტად "იუვენტუსია" მიჩნეული, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. "ინტერს" სჩვევია, ასეთ შეხვედრებში გაბრწყინება და ნამდვილად არაა გამორიცხული, ტურინელთა შთამბეჭდავი წაუგებელი სერია დაასრულოს. ერთხელ იყო ასეთი პრეცედენტი, როდესაც სწორედ "ნერაძურიმ" შეაჩერა დაუმარცხებელი "ვეკია სენიორა".
და მაინც, ფავორიტი "იუვენტუსია".
ანტონიო კონტე საყვარელ ტაქტიკას არ უღალატებს და გუნდს 3-5-2 სქემით განალაგებს.
"იუვეს" ძირითადი მეკარე აკლია - დისკვალიფიცირებულ ჯიჯი ბუფონს მარკო სტორარი შეცვლის.
ვალტერ მაცარი ისევ ძიებაშია და ამჯერად, გუნდს 3-4-2-1 სქემით განალაგებს. წინ დიეგო მილიტო გაირჯება, უკნიდან კი მას რიკარდო ალვარესი და როდრიგო პალასიო მიეშველებიან. ისევ არ თამაშობს ფრედი გუარინი, არადა, კოლუმბიელი მილანელთათვის დიდი ძალა იყო.
ზოგადად, "ინტერში" მთლად ჯანსაღი ვითარება არაა - გულშემატკივრთა ერთი ნაწილი კლუბის მესვეურებს დაუპირისპირდა, ნაწილმა მწვრთნელ-ფეხბურთელებს შეუტია, ვალტერ მაცარიმ კი სულაც ტიფოზებზე გაილაშქრა და განაცხადა, ხანდახან მგონია, ცარიელი ტრიბუნების ფონზე ვატარებთ საშინაო მატჩებსო.
"ნერაძურის" "იუვენტუსის" დამარცხება სულზე მოუსწრებდა, მაგრამ როგორი საქმეა?
სხვები
დიდმა იტალიურმა დერბიმ სხვა შეხვედრები გადაწონა, მაგრამ იმდენად არ დაუჩრდილავს, რომ ორიოდე სიტყვა არ ვთქვათ. საინტერესო მატჩი გაიმართება მარადიულ ქალაქში, სადაც "რომა" "პარმას" უმასპინძლებს.
ემილილები შესანიშნავად ასპარეზობენ და მაღალი ადგილებისთვის იბრძვიან, მაგრამ "ოლიმპიკოზე" რომ წარმატების მიღწევა გაუჭირდებათ, ცხადია.
თანაც, წინა ტურში, "რომამ" "იუვესთან" ქულათა სხვაობა შეამცირა და საჩემპიონოდაა შემართული. მოკლედ, "ჯალოროსი" ფავორიტია, რუდი გარსია კი მიზნის მიღწევას შემდეგი შემტევი ტრიოთი აპირებს: ჟერვინიო, მატია დესტრო, ადემ ლიაიჩი.
"ნაპოლის" ცუდად წაუვიდა საქმეები და ჩავარდნის დასაძლევად ბერგამოში გამარჯვება სჭირდება. დიახ, რაფაელ ბენიტესის გუნდი "ატალანტას" ესტუმრება და თუ ჯერ კიდევ ფიქრობს სკუდეტოზე, აუცილებლად უნდა მოიგოს.
მოკლედ, სამხრეთელებს უკანდასახევი გზა არ აქვთ და ბერგამოში უთუოდ შეუტევენ. ისევ თადარიგში მოიაზრება ლორენცო ინსინიე, სასტარტოში კი გონსალო იგუაინს, მარეკ ჰამშიკს, ხოსე კალეხონს და დრის მერტენსს ვიხილავთ.
"მილანი" "ტორინოს" მარიო ბალოტელის გარეშე დაუხვდება, რომელმაც წინა ტურში ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოწურა და ავტომატურად დისკვალიფიკაცია მიიღო. ამბობენ, რომ ლომბარდიელები "გრანატადან" ალესიო ჩერჩის გადაბირებას აპირებენ და ესეც ამ მატჩის დამატებითი ინტრიგაა.
კლარენს ზეედორფს სერია A-ში მიჯრით ორი მოგება აქვს და ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა წარმატებული სერია.
იტალია. სერია A. XXII ტური
1 თებერვალი
კალიარი-ფიორენტინა 21.00
დისკვალიფიკაცია: კოსუ (კალიარი).
ტრავმა: ბორხა ვალერო, გომესი, ტომოვიჩი, ჰეგაზი, როსი (ფიორენტინა).
ბოლო 6 შეხვედრა
0-3-3 4-2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +16=8-7, (46-31)
ბოლონია-უდინეზე 21.00
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: ჩეხი - დომიცი.
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 1-0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +9=9-11, (30-36)
მილანი-ტორინო 23.45
დისკვალიფიკაცია: ბალოტელი - ჟილე.
ტრავმა: ელ შაარავი, სილვესტრი, საპატა, პეტანია, აბიატი, პოლი, ძაკარდო - ლარონდო, გაცი.
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 4-1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +12=9-1, (40-14)
2 თებერვალი
ტურინი. "იუვენტუს არენა". 23.45
იუვენტუსი-ინტერი
დისკვალიფიკაცია: ბუფონი (იუვენტუსი).
ტრავმა: კივუ, მარიგა, კამბიასო (ინტერი).
ბოლო 6 შეხვედრა
5-1-0 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 44 თამაში: +18=15-11, (54-43)
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (3-5-2): სტორარი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, პოგბა, ასამოა - ტევესი, ლორენტე.
ინტერი (3-4-2-1): ჰანდანოვიჩი - კამპანიარო, როლანდო, ჟუან ჟესუსი - ჯონათანი, კუზმანოვიჩი, ტაიდერი, ნაგატომო - ალვარესი, პალასიო - მილიტო.
ჯენოა-სამპდორია 15.30
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: სანტანა, კუჩკა, გამბერინი (ჯენოა).
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +10=6-7, (27-21)
სასუოლო-ვერონა 18.00
დისკვალიფიკაცია: ანტეი (სასუოლო).
ტრავმა: ტერანოვა, ალექსე, აჩერბი, მაზუჩი, მანიანელი - აგოსტინი, მაიეტა.
ბოლო 6 შეხვედრა
1-0-5 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +4=1-4, (12-9)
კიევო-ლაციო 18.00
დისკვალიფიკაცია: მაური (კიევო).
ტრავმა: კალელო - რადუ, ალფარო, ედერსონი.
ბოლო 6 შეხვედრა
0-3-3 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +5=9-9, (22-28)
კატანია-ლივორნო 18.00
დისკვალიფიკაცია: კოდა, გრეკო (ლივორნო).
ტრავმა: ალვარესი, მონძონი (კატანია).
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 1-0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +3=1-7, (12-22)
ატალანტა-ნაპოლი 18.00
დისკვალიფიკაცია: ბრივიო, კარმონა (ატალანტა).
ტრავმა: სკალონი, ბელინი - ცუნიგა, მესტო, ბერამი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 3-3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +8=10-10, (26-33)
რომა-პარმა 18.00
დისკვალიფიკაცია: ნაინგოლანი - ფელიპე.
ტრავმა: ბასტოსი, ბალცარეტი - პავარინი, ობი.
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 4-2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +11=9-3, (37-15)
ბომბარდირები:
14 - ჯუზეპე როსი (ფიორენტინა); 12 - დომენიკო ბერარდი (სასუოლო); 11 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 10 - როდრიგო პალასიო (ინტერი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი), ჩირო იმობილე (ტორინო), არტურო ვიდალი (იუვენტუსი), ალესიო ჩერჩი (ტორინო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"