"ინტერში" მარკო ბრანკას ერა სრულდება

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილია, რომ უახლოეს დღეებში "ინტერის" სპორტული დირექტორის პოსტს მარკო ბრანკა დატოვებს.

ბოლო ხანს 49 წლის ფუნქციონერს კრიტიკოსები მოუმრავლდნენ და როგორც ჩანს, მისი მუშაობით კლუბის ახალი პრეზიდენტიც უკმაყოფილო დარჩა. ერიკ ტოჰირმა განაცხადა კიდეც, რომ კლუბის მენეჯმენტში გარკვეული ცვლილებები იგეგმება, ბრანკას გათავისუფლება კი ამ პროცესის ნაწილი უნდა იყოს.

ჯერჯერობით ბევრი არაფერი იწერება ბრანკას შესაძლო შემცვლელის შესახებ. გაჟღერდა ერთი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, მარკო შესაძლოა იგლი ტარემ შეცვალოს.

შეგახსენებთ, რომ ალბანელი ამჟამად "ლაციოს" სპორტული დირექტორია. თუმცა ეს მხოლოდ
კულუარული ინფორმაციაა და რამდენად შეეფერება სიმართლეს, რთული სათქმელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული