"რომა" "ინტერთან" ტიფოზებისა და მაიკონის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე "რომამ" "სამპდორიას" უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, 3:0. აღნიშნულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო მასპინძელთა ბრაზილიელმა მცველმა დუგლას მაიკონმა, რომელსაც დეტალური გამოკვლევა ჩაუტარდა და გაირკვა, რომ მინიმუმ 10 დღის გამოტოვება მოუწევს.

32 წლის მცველს კუნთი აქვს გაჭიმული. როგორც ექიმები ამბობენ, დუგლასი უფრო მძიმედ დაშავებას გადაურჩა.

ამრიგად, "რომას" მაიკონი ორ შეხვედრაში დააკლდება: მომდევნო უქმეებზე, "ბოლონიასთან" და მომდევნო უქმეებზე - "ინტერთან". რუდი გარსიასთვის ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან მას კიდევ ორი განაპირა მცველი ჰყავს ტრავმირებული: ფედერიკო ბალცარეტი და დოდო. იტალიელ ჟურნალისტთა ვარაუდით, გარსია
დაცვის ცენტრში დანიელე დე როსის დახევს, ლეანდრო კასტანს ან მეჰდი ბენატიას კი ფლანგზე მოუწევს გადასვლა.

ტიფოზების გარეშე
"სამპდორიასთან" შეხვედრაში "ჯალოროსის" ტიფოზებმა გენუელებს შეუტიეს და როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, მეტოქე გუნდის გულშემატკივრებს რეგიონალურ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენეს. მოკლედ, დედაქალაქელებს ლიგურიელები შემოელანძღათ და ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას გამოჰკრეს ხელი.

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მომდევნო საშინაო პაექრობას "რომა" ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაატარებს, მაგრამ "ჯალოროსის" მესვეურებს რჩებათ იმედი, რომ სანქცია მხოლოდ ულტრასებს შეეხებათ. ამ თემაზე საგანგებო განცხადება "რომას" კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ გააკეთა:

"ძალიან საწყენია, რომ "ინტერთან" გულშემატკივრების გარეშე მოგვიწევს დაპირისპირება. სჯობს, შეწყდეს გაუგებარი აგრესია მეტოქე გუნდის გულშემატკივრების მიმართ და ამით თავიდან ავიცილოთ ასეთი სანქციები. ჩვენ ქომაგების მხარდაჭერა გვჭირდება და არა ცარიელი ტრიბუნების წინ თამაში"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული