იუვენტუსი
"იუვენტუსში" დიდი ხანია, ვასპარეზობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასე კომფორტულად არასდროს ვყოფილვარ. ამიტომ, უარვყოფ ყველანაირ ცნობას იმასთან დაკავშირებით, რომ ანტონიო კონტეს ფეხბურთელები ზედმეტად დაძაბული ჰყავს თავისი სადამსჯლო სანქციებით.
ჩვენ ვმეგობრობთ მწვრთნელთან და ერთ დიდ საქმეს ვაკეთებთ. "იუვეს" მიზანი სკუდეტოს და ევროპალიგის მოგებაა, ამის ძალა ნამდვილად შეგვწევს.
მუნდიალი
ბრაზილიაში განსაკუთრებული მუნდიალი იქნება, რაშიც კონფედერაციათა თასზე ასპარეზობისას დავრწმუნდი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ
ფავორიტები? - ვფიქრობ, ფავორიტი ბრაზილიაა, რომლის საკუთარ კედლებში დამარცხება ურთულესი იქნება. ბრაზილიელებთან ერთად, უნდა დავასახელოთ არგენტინა და ესპანეთი.
ვფიქრობ, შორს წავლენ სამხრეთამერიკული გუნდები, რომლებიც ისე იგრძნობენ თავს, როგორც საკუთარ სახლში. თანაც, ჩილეს, კოლუმბიას და ურუგვაის ბრწყინვალე შემადგენლობები ჰყავთ.
მომავალი
"იუვენტუსთან" ხელშეკრულება 2015 წლის ზაფხულში მიმთავრდება და სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მივიღებ.
სამი გზა არსებობს: ხელშეკრულების გახანგრძლივება, სხვა კლუბში გადაბარგდება, ან კარიერის დასრულება. დიახ, არც კარიერის დასრულებას გამოვრიცხავ, რადგან უკვე 36 წლის ვარ და ყველაფერს აქვს დასასრული.
თუმცა, იქამდე კიდევ დროა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობ; ამ თემაზე მუნდიალის შემდეგ დავფიქრდები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"