ამჯერად გთავაზობთ ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდებზე, ფერნანდო ლორენტესა და კარლოს ტევესზე შექმნილ კარიკატურას და მასზე გაკეთებულ კომენტარს.
ტურინელთა ფორვარდმა ფერნანდო ლორენტემ აღიარა, რომ უფრო მეტ დროს ატარებს თავის თანაგუნდელ კარლოს ტევესთან ერთად, ვიდრე თავის მეგობარ გოგონასთან.
"ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით, მაგრამ ალბათ ეს საჭიროა მოედანზე პარტნიორობისთვის. ტევესი უფრო აგრესიულია, ვიდრე მე; მეტს მოძრაობს, ტანით ჩემზე პატარაა.
მოედნის გარეთ ერთმანეთთან ხშირი კონტაქტი არ გვაქვს, ორივე ოჯახზე ძალიან ვართ ორიენტირებული.
თუმცა ფაქტია, რომ ვარჯიშების დროს უფრო მეტ დროს ვატარებ კარლოს ტევესთან ერთად, ვიდრე ჩემს შეყვარებულთან," - განაცხადა ფერნანდო ლორენტემ.