დღეს "იუვე" უფრო ძლიერია და ეს სატურნირო ცხრილში ყველაზე უკეთ ჩანს, მაგრამ ერთ კონკრეტულ შეხვედრაში რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ცხადზე უცხადესია. მით უმეტეს, "მილანმა" ცოტა მოუმატა და საყოველთაო აზრით, ნელი ტემპით, მაგრამ მაინც, პროგრესის გზას დაადგა. მოახლოებული ჯახის წინ საინტერესოა კომენტარების გაცნობა ორივე ბანაკიდან...
ფილიპო ინძაგი ("მილანის" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი): "ვფიქრობ, რომ კლარენს
ანტონიო კონტე ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "ყველაზე მეტად ფეხბურთელთა ფიზიკური მზადყოფნის საკითხი მაღელვებს. ამ მხრივ, "ტორინოსთან" შეხვედრაშიც გაგვიჭირდა. ცალკე თემაა ევროპალიგა, რომელიც ასევე დიდ ენერგიას მოითხოვს. თურქეთიდან ტურინში პარასკევს დილას ვბრუნდებით და კვირას უკვე თამაში გვიწევს, რაც სერიოზულად მაფიქრებს. თუმცა, არ გეგონოთ, პესიმისტურად ვიყო განწყობილი - მჯერა ჩემი შეგირდების და ვიცი, რომ ამ რთულ ვითარებაში დასახულ ამოცანას თავს კარგად გავართმევთ".
რიკარდო კაკა (მილანი): "მჯერა, რომ ევროპალიგის საგზურის მოპოვება შეგვიძლია, ამისთვის კი "იუვენტუსის" დამარცხებაა საჭირო. ტურინული გრანდი საუკეთესოა იტალიაში და ერთ-ერთი საუკეთესო ევროპის მასშტაბით. ამიტომ ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ. ტურინელებთან ჯახი დაგვანახვებს, სად ვართ და რა კომპონენტებზე გვაქვს სამუშაო. ვიცი, რომ ამ თამაშისთვის გულშემატკივრებიც განსაკუთრებულად ემზადებიან და ტრიბუნებზე საოცარი ატმოსფერო იქნება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"